ნათელაშვილი პრეზიდენტობას აპირებს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტისთვის  ბრძოლა დააანონსა. მისი თქმით, ის  მზად არის ხალხს  დაკარგული დემოკრატია დაუბრუნოს. 

“ბევრი ვიფიქრე, როგორ მიმელოცა ჩემი ხალხისთვის ახალი წელი და ეს ბრწყინვალე დღესასწაულები. დღეს იმაზე დიდი მილოცვა, ვიდრე თავგანწირული ბრძოლისთვის მზადყოფნის გამოხატულებაა, ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს. მომავალ წელს ტარდება უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები ხალხის მონაწილეობით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს იყოს უკანასკნელი არჩევნები ბანკირ ოლიგარქებისთვის. ამდენად, არჩევნებამდე 10 თვით ადრე, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც ყოველთვის და ვაცხადებ მსოფლიოს გასაგონად, რომ ვიწყებ საქართველოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას. მზად ვარ, დავუბრუნო ხალხს დაკარგული დემოკრატია, სამართლიანობა, თანასწორობა, ახალგაზრდას წარმატება, ავადმყოფს წამალი,“ – განაცხადა ნათელაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წელს გაიმართება.

image_pdfimage_print

Comments

comments