ცხიმი ინფექციისგან გვიცავს?

აშშ–ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების კვლევითმა ჯგუფმა იასმინ ბელკაიდის მეთაურობით უნიკალური იმუნური უჯრედები აღმოაჩინა. ცხიმოვან ქსოვილში არსებული ე.წ. მეხსიერების  T –უჯრედები ინფექციასთან ბრძოლის უნარს ფლობენ.

კერძოდ, პათოგენური ინფექციის შემოტევის შემდეგ უჯრედები უფრო ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან, რაც თავის მხრივ,  ორგანიზმს მორიგი დაავადებისაგან იცავს. მკვლევარებმა ცდები თაგვებზე ჩაატარეს – პარაზიტები ან ბაქტერიები ხელოვნურად შეყავდათ მათ ორგანიზმში, რის შემდეგ ცხიმოვან მასაში T –უჯრედების დიდი ჯგუფები ყალიბდებოდა, რომლებიც უფრო ეფექტურად ებრძოდნენ ინფექციას, ვიდრე სხვა უჯრედები; ინფექციასთან საბრძოლველად ქიმიურ ნივთიერებას უკეთ გამოყოფთდნენ.ხლო ხელმეორედ დაავადებული თაქვების ორგანიზმში T –უჯრედები კვლავ უფრო სწრაფ რეაგირებას ავლენდნენ.

T –უჯრედების შემცველი ცხიმი ჯანმრთელ თაგვებს გადაუნერგეს და ისეთი ინფექცია შეიყვანეს, რომელიც აქამდე არ ჰქონიათ. შედეგი გასაოგნებელი იყო:  T –უჯრედების მეხსიერბამ მყისვე იჩინა თავი და „ნაცნობ“ ინფექციას წინააღმდეგობა გაუწია.

პროექტის ხელმძღვანელი იასმინ ბელკაიდი მიიჩნევს, რომ ცხიმოვანი ქსოვილი ჯადოსნურ ელექსირს ჰგავს, რომელსაც T –უჯრედების აქტივაცია შუძლია, ხოლო  ამ უჯრედების განსაკუთრებული ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ენერგეტიკულად მდიდარი ცხიმოვანი ქსოვილით „იკვებებიან“.

კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი ენტონი ფერანტე ამტკიცებს, რომ აღნიშნული ცდის შედეგებმა ჩვენი წარმოდგენა ცხიმოვან მასაზე უნდა შეცვალონ. „სახელმძღვანელოებში ჩამოთვლილია სხვადასხვა იმუნური ორგანო, მათ შორის ლიმფური კვანძეი. მაგრამ ახალი კვლევა სავსებით ცვლის ამ წარმოდგენას, რადგან ამიერიდან  ცხიმიც უნდა ვაღიაროთ იმუნურ ორგანოდ,“ – მიაჩნია ენტონი ფერანტეს.
თუმცა ყველა ცხიმი სასარგებლო როდია. ჭარბი წონა ადმიანის ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილისა და იმუნური უჯრედებს შორის ბალანს არღვევს, რასაც გარკვეული უარყოფითი შედეგი მოყვება. თუმცა, როგორც იასმინ ბელკაიდი ამტკიცებს, ორგანიზმში ცხიმის გარკვეული რაოდენობა აუცილებლად უნდა არსებობდეს.

 

Immunity

image_pdfimage_print

Comments

comments