წყლის გაყოფის გამო ეგვიპტემ და ეთიოპიამ შესაძლოა ომი წამოიწყონ

2018 წელს ეგვიპტე შესაძოლა ახალი გამოწვევების წინაშე დადგეს.  საქმე ეხება ნილოსის წყლის  კვოტაზე: ეთიოპია მდინარეს სათავეში კაშხალს აშენებს, კაირში კი შიშობენ, რომ კაშხალის ამუშავების შემდეგ ეგვიპტეს ტერიტორიაზე შემავალი წყლის მოცულობა საგრძნობლად  შემცირდება. ეგვიპტესთვის კი ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია.

„ ვარწმუნებ ეგვიპტელებს, რომ ვერავინ შეეხება  წყლის ჩვენ წილს“, – განაცხადა ეგვიპტეს პრეზიდენტმა აბდელ ფატახ ას–სისიმ.

მისი თქმით, კაირო აღიარებს ეთიოპიის ელექტროენერგეტიკის განვითარების უფლებას, თუმცა ამავე დროს აცხადებს, რომ ნილოსის წყალი ეგვიპტესთვის სიკვდილ–სიცოცხლის საკითხია. ეგვიპტეს ლიდერის ოპტიმისტური რეპლიკა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ნათელი გახდა რომ ეთიოპიასთან მრავალწლიანი მოლაპარაკებები ჩაიშალა – მხარეები ვერ შეთანხმდნენ ვერც კაშხალის წყალსაცავში წყლის მოცულობაზე და ვერც მის შევსების ტემპებზე.

ეგვიპტეს პრემიერ–მინისტრი შერიფ ისმაილი ნილოსის ირგვლივ განვითარებულ სადავო სიტუაციის შეფასებისას აღნიშნავს, რომ ამიერიდან მოვლენების განვითარების ნებისმიერი ვარიანტია მოსალოდნელი.  ექსპერტები აღიარებენ , რომ ეთიოპიის გეგმბზე ზეწოლის განსახორციელებლად ეგვიპტეს არც ისე ბევრი ბერკეტი გააჩნია. გაეროში მიმართვასა და საგანგებო კომისიის შექმნაც შესაძლებელია, თუმცა კომისიის დასკვნას მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათი ექნება. ეგვიპტეს ასევე საერთაშორისო სასამართლოში საჩივრის შეტანა შეუძლია, მაგრამ იქ საქმეებს წლების განმავლობაში განიხილავენ და განაჩენის გამოტანისთვის კაშხალი უკვე  დასრულებული და ამუშავებული  იქნება. ძალის გამოყენების მეთოდს ეგვიპტეში ჯერჯერობით  სერიოზულად არ განიხილავენ, თუმცა არც გამორიცხავენ.

image_pdfimage_print

Comments

comments