პარლამენტისთვის პეტიციის წარდგენა ელექტრონულადაც გახდება შესაძლებელი

პარლამენტი რეგლამენტში შესატან ახალ მექანიზმზე იმსჯელებს, რომელიც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს, პეტიცია პარლამენტის ვებგვერდზე ელექტრონულად შეავსონ და ელექტრონული ფორმით წარადგინონ. გარდა ამისა, შესაძლებელი ხდება, ამომრჩევლის მიერ ხელმოწერების ელექტრონულად შეგროვებაც.

შესაბამისი მექანიზმი პარლამენტის რეგლამენტში გაიწერება. დღეს მოქმედი კანონით კი პეტიციის მხოლოდ წერილობით ფორმას ითვალისწინებს.

ცვლილებების მიზანია OGPის (ღია მმართველობის პარტნიორობა) სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მაღალი სტანდარტის დანერგვა.22 დეკემბერს მთავრობამ პეტიციების ახალი პორტალი ichange.gov.ge აამოქმედა. ის საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს და მოქალაქეთა ჯგუფს საშუალებას აძლევს, პეტიციის მეშვეობით სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას მიმართოს.

image_pdfimage_print

Comments

comments