NDI: 53% მიიჩნევს, რომ საქართველოში არის რუსული პროპაგანდა

NDI-ს კვლევის თანახმად,  გამოკითხულთა 53% –ს მიაჩნია, რომ საქართველოში არსებობს რუსული პროპაგანდა, 30% აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, 17%–მა  კი არ იცის. გამოკითხულთა 45% ეთანხმება, რომ საქართველოში არსებობს ევროკავშირიდან მომავალი პროპაგანდა, 29% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, 26%–მა  არ იცის.

აშშ-დან მომავალი პროპაგანდა – 44% ეთანხმება, 28% არ ეთანხმება, 28%–მა არ იცის. 53% მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდა ვრცელდება ქართული სატელევიზიო არხებით, 32% – პოლიტიკური პარტიები, 28% – ინტერნეტი/სოციალური მედია, 12% – სამოქალაქო საზოგადოება, 11% – არაქართულენოვანი სატელევიზიო არხები.

ევროკავშირიდან მომავალი პროპაგანდა – 66% – ქართული არხები, 23% – პოლიტიკური პარტიები, 31% – ინტერნეტი/სოციალური მედია, 11% – სამოქალაქო საზოგადოება, 8% – არაქართულენოვანი სატელევიზიო არხები. აშშ-დან მომავალი პროპაგანდა – 66% – ქართული არხები, 26% – პოლიტიკური პარტიები, 32% – ინტერნეტი/სოციალური მედია, 10% – სამოქალაქო საზოგადოება, 9% – არაქართულენოვანი სატელევიზიო არხები.

საზოგადოების განწყობა საქართველოში – 2017 წლის კვლევის შედეგები ჩატარდა NDI-ს დაკვეთით CRRC – საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით. საველე სამუშაოები 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 298 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.

image_pdfimage_print

Comments

comments