რატომ გადამალა მძინარე “ტისულის პრინცესა” საბჭოთა ხელისუფლებამ ?

ეს  უცნაური ამბავი რუსეთში 1969 წლის სექტემბერში მოხდა. კემეროვოსთან, ტისულის რაიონის ს. რჟავჩიკში ნახშირის საბადოზე მუშაობისას, 70 მეტრის სიღრმეზე მაღაროელი კარნაუხოვი ორმეტრიან მარმარილოს სარკოფაგს წააწყდა.

სამუშაოები იმწამსვე შეწყდა, სარკოფაგი ამოიტანეს და მისი გახსნა სცადეს. ნაპირები საგოზავით იყო დაფარული, რომელიც დროთა განმავლობაში გაქვავდა, ამიტომ მუშები მის მოცილებას ინსტრუმენტებით ცდილობდნენ.  მზის შუქისა და სითბოს ზემოქმედებისგან საგოზავი გამჭირვალე სითხედ იქცა და დაიღვინთა. მწვავე შეგრძნების ერთერთმა მოყვარულმა ეს სითხე ენითაც გასინჯა, იგი ერთ კვირაში შეიშალა, თებერვალში კი სახლთან გაყინული იპოვეს. სარკოფაგის სახურავი იდეალურად იყო გამოყვანილი, მეტი სიმჭიდროვისთვის შიდა კიდე დაკუთხული იყო და მტკიცედ ეჭიდებოდა სკივრის 15–სანტიმეტრიან კედლებს. გარე დათვალიერებით ეტყობოდა, რომ არტეფაქტი 250 სმ სიგრძის, 80 სმ სიმაღლისა და 90 სმ სიგანის მარმარილოს  მთლიანი ნაჭრისგან იყო გამოთლილი და კარგად დამუშავებული. სარკოფაგის გახსნამ, კი იქ მყოფნი შოკში ჩააგდო. სარკოფაგი ავსებული იყო კრისტალურად გამჭირვალე ვარდისფერ–ცისფერი სითხით,  ხოლო მასში 30 წლამდე ევროპული გარეგნობის ულამაზესი, მაღალი, ტანადი ქალი ესვენა. ცისფერი დიდი თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი, ხშირი ქერა თმა წელამდე სწვდებოდა და  მოკლედ შეჭრილ ფრჩხილებიან ხელებს ფარავდა. ტანზე ქათქათა, გამჭვირვალე  მაქმანიანი კაბა ეცვა, რომლის მკლავები ფერადი ყვავილებით იყო მოქარგული. ქვედა საცვლები არ ჰქონდა. ქალი უფრო მძინარეს ჰგავდა, ვიდრე მიცვალებულს. სასთუმალთან შავი, ცალი მხრიდან მომრგვალებული ლითონის შავი კოლოფი ედო, ასე 25×10 სმ ზომის.

კუბო გახსნილ მდგომარეობაში დაახლოებით დღის 3 საათამდე იდგა. სასწაულის სანახავად მთელი სოფელი შეიკრიბა. რა თქმა უნდა, უფროსობასაც შეატყობინეს. რაოინული ცენტრიდან უმალვე ჩამოვიდნენ სამხედროები, მილიციის და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები. მინდორზე ვერტმფრენი დაეშვა, იქიდან სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი „ამხანაგები“ ჩამოსხდნენ, ყველა გააფრთხილეს, რომ ადგილზე გადამდები დაავადება იყო და მოსახლეობას ახლოს მიკარება აუკრძალეს. ხოლო სარკოფაგს ვინც შეეხო, აღწერაზე აიყვანეს, თითქოს სამედიცინო გამოკვლევისთვის. მათ სარკოფაგის თვითმფრინავში შეტანა დააპირეს, მაგრამ სიმძიმის გამო ვერ შეძლეს. გადაწყვიტეს გამჭირვალე  სითხე ამოეტუმბათ, თუმცა როგორც კი სითხე  ამოიღეს, გვამმა გაშავება დაიწყო. სითხე კვლავ სარკოფაგში ჩაასხეს და სიშავეც უმალვე გაქრა, ქალის ლოყებს სიღაჟღაჟე დაუბრუნდა. კუბო დახურეს და თვითმფრინავში აიტანეს, საგოზავის ნარჩენები მიწასთან ერთად აფხიკეს, ცელოფნის პარკებში მოათავსეს და თვითმფრინავი ნოვოსიბირსკში გაფრინდა.

ბერჩიკულის ტბა ( ტისულის რ–ნი)

ხუთი დღის შემდეგ სოფელში პროფესორი ჩავიდა და მოსახლეობას წინასწარი ლაბორატორიული შედეგები გააცნო.  მან განაცხადა, რომ აღმოჩენა ისტორიის არსს მთლიანად შეცვლის და უახლოეს მომავალში საბჭოთა მეცნიერები კვლევის შედეგებს გაასაჯაროვებენ. მან აღნიშნა, რომ სამარხის ასაკი სულ მცირე 800 მილიონ წელს შეადგენს. ქალი პალეოზოის ერის ქვანახშირის პერიოდშია დაკრძალული, დედამიწაზე დინოზავრების გამოჩენამდე, ქვანახშირის ფენების  ჩამოყალიბებამდე, ანუ როდესაც ჩვენი პლანეტა მცენარეთა სამყაროს წარმოადგენდა. თავდაპირველად სარკოფაგი უღრან ტყეში ხის სამარხში იდგა, დროთა განმავლობაში სამარხი მიწას გაუსწორდა, დაიშალა და ასობით მილიონი წლის განმავლობაში  უჟანგბადობის პირობებში ნახშირის მონოლიტურ ფენად იქცა. ასევე დაადგინეს, რომ ცივილიზაციის დონე, რომელსაც პრინცესა მიეკუთვნება, დღემდე ცნობილ ყველა ცივილიზაციას აღემატება, რადგან კაბის ნაჭრის წარმომავლობა სამეცნიერო ანალიზს არ ექვემდებარება,  მსგავსი მასალის შექმნის ტექნიკა კი ჯერ არ შეუქმნიათ. პროფესორმა განაცხადა, რომ ვერც ვარდისფერ–ცისფერი სითხის შემადგენლობა დაადგინეს, მხოლოდ ზოგიერთი კომპონენტის დადგენა შეძლეს, რომლებიც ხახვისა და ნივრის უძველესი სახეობებისგანაა მიღებული. რკინის კოლოფზე პროფესორს სიტყვაც არ დასცდენია. ლექტორის წასვლიდან რაიონულ გაზეთში მომხდარის შესახემ მცირე ცნობა დაიბეჭდა. სოფლის მაცხოვრებლებმა პროტესტი გამოთქვეს, რომ ამხელა სენსაციის შესახებ  მხოლოს სამი წინადადება დაიბეჭდა. ამის გამო, ტისულის რაიონს მილიციამ ალყა შემოარტყა და მოსახლეობას აღნიშნული გაზეთის ნომრები ჩამოართვა, სამარხის ადგილი კი გულმოდგინედ გადათხარეს და მიწა მიაყარეს.

1973 წელს, როდესაც მთავრობის აზრით, სიტუაცია ჩაწყნარდა, ბერჩიკულის ტბის კუნძულებსა და სანაპიროზე, სარკოფაგის აღმოჩენის ადგილიდან 6 კმ–ში მკაცრად გასაიდუმლოებულ პირობებში მსხვილმასშტაბიანი გათხრები განხორციელდა. სამუშაო მონაკვეთს მილიცია და სამხედროები იცავდნენ. თუმცა შუბი ხალთაში არ დაიმალებაო, გათხრებში მონაწილე მუშები რაიონის მაღაზიაში შეთვრნენ და წამოცდათ, რომ კუნძულებზე უძველესი, ქვის ხანის დროინდელი სასაფლაო იყო აღმოჩენილი. დეტალების გამხელაზე უარი თქვეს, თუმცა სოფლის მაცხოვრებლები საკუთარი თვალით ხედავდნენ, რომ ტბასთან პერიოდულად მოდიოდა ვერტმფრენი და რაღაცეები მიჰქონდა. ხოლო ბერჩიკულის ტბის სანაპიროზე უამრავი გადათხრილი და შემდგომ მიწით მიყრილი საფლავი დარჩა.

ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო კი ის ფაქტია, რომ „ტისულის პრინცესა“ ბალზამირებული არ იყო, როგორც მუმია, არამედ ანაბიოზის მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამაზე ის ფაქტი მოწმობს, რომ მისი გრძელი თმა ბოლოში დაწნული იყო, ზედა ნაწილი კი მოშვებული. ანუ როდესაც ქალი სარკოფაგში წვებოდა, მას ნაწნავი დაუწნეს, ანაბიოზში კი სასიცოცხლო პროცესები არ წყდება, არამედ შენელდება ხოლმე, ამიტომ დროთა განმავლობაში მისი თმა გაიზარდა…

ცხადია, რომ ეს საქმე დღემდე გასაიდუმლოებულია. თითქმის ყველა უშუალო მოწმე გარდაიცვალა, ხოლო სამხედროებიდან  მხოლოდ ერთმა პოლკოვნიკმა დაარღვია დუმილი. აღნიშნული პიროვნებაც  მწირ  ინფორმაციას გვაჭვდის, და მხოლოდ აღმოჩენის ნამდვილობის ფატქს ადასტურებს. “ტისულის პრინცესის” გადამალვას ზოგი ცივი ომის მიზეზით ხსნის, ვითომდა იმ პერიოდში ბერჩიკულის ტბასთან რამდენიმე უცხოური ჯაშუშიც  დააკავეს, სსრკ კი ვითარების გამწვავებას ერიდებოდა. სხვა ვერსიით, ათეისტურ  ხელისუფლებას არ სურდა აღმოჩენის აღიარება, რადგან ეს დარვინის თეორიას სრულიად უარყოფდა და ისტორიის ჩვეულ აღქმას თავდაყირა დააყენებდა.

www.premiumi.ge

სულ მალე მკითხველს შევთავაზებთ მასალებს  ალთაისა და ჩინეთში  აღმოჩენილი მსგავსი  შემთხვევების შესახებ.

image_pdfimage_print

Comments

comments