მეტროსადგური “გურამიშვილი” სარემონტო სამუშაოებისთვის დაიკეტება

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის  აცხადებენ, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო მეტროსადგური „გურამიშვილი“  მგზავრებს 20 იანვრიდან 15 მარტამდე ვერ მოემსახურება.

მეტროსადგურ „გურამიშვილის“ რეაბილიტაცია 2017 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და ამ დრომდე სამუშაოები ღამის საათებში მიმდინარეობდა. ხოლო 20 იანვრიდან   ისეთი მასშტაბური სამუშაოები იწყება , როგორიცაა სადგურის ვესტიბიულების თაღების ჩამოხსნა და ჩაწნეხვა, დახრილი გვირაბის გაწმენდა, გალესვა, სამღებრო სამუშაოების წარმოება.

ამ პერიოდის განმავლობაში დანარჩენი მეტროსადგურები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, „გურამიშვილის“ სადგურს კი მატარებლები შეუჩერებლად გაივლიან. 2018 წელს დამატებით ათი მეტროსადგურის რეაბილიტაცია იგეგმება.

image_pdfimage_print

Comments

comments