“საქართველოს რკინიგზა”: მგზავრთა გადაყვანას ISO სერტიფიკატი მოვიპოვეთ

„საქართველოს რკინიგზამ “ მგზავრთა გადაყვანის სტატისტიკა  გამოაქვეყნა.  კომპანიაში აცხადებენ, რომ მომავალშიც  გააგრძელებენ მუშაობას მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით.

“მგზავრთა მომსახურების კუთხით რიგი სასიკეთო ცვლილებები განხორციელდა, მაგალითად შეძენილ იქნა 4 თანამედროვე, ორსართულიანი, კომფორტული ელექტრომატარებელი შვეიცარული კომპანია შტადლერისაგან. მათ ძალიან მალე დაიმკვიდრეს თავი ბაზარზე და ყველაზე მოთხოვნადი გახდნენ, არა მარტო ზაფხულის სეზონისათვის, არამედ მთელი წლის განმავლობაში. საგულისხმოა, რომ აღნიშნული მატარებლები სრულიად აკმაყოფილებს შშმ პირების მომსახურებისათვის განსაზღვრულ სტანდარტებს. ამასთან, სს „საქართველოს რკინიგზამ“ აიღო ვალდებულება, რომ ყოველი ახლად შეძენილი სამგზავრო შემადგენლობა თუ ნებისმიერი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მგზავრებისათვის იქნება განპირობებული, ასევე დააკმაყოფილებს ზემოხსენებულ სტანდარტებს.

სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის ხელმისაწვდომობისა და გამარტივების მიზნით დაინერგა მობილური აპლიკაცია, რომელიც ყველა საოპერაციო სისტემაზეა მორგებული. ასევე, მგზავრთა მოთხოვნების გათვალისწინებით აპლიკაციაში ჩაშენდა ადგილების შერჩევის ფუნქციონალი. სს „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანას მოპოვებული აქვს ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერტიფიკატი. ყოველივე ზემოაღნიშნულმა დადებითი ეფექტი იქონია მგზავრთა კმაყოფილების კუთხით.” – ნათქვამია “საქართველოს რკინიგზის” განცხადებაში.

 

image_pdfimage_print

Comments

comments