ერგნეთში ქართულმა მხარემ უკანონო ბორდერიზაცია კვლავ გააპროტესტა

დღეს ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა.

ქართულმა მხარემ კვლავ გააპროტესტა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტები. მხარეებმა ასევე განიხილეს ოკუპირებულ ახალგორში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხიც. დე–ფაქტო ცხინვალის  მტკიცებით, ეს თვითმკვლელობა იყო და არა მკვლელობა, ქართული მხარე კი ამ საკითხზე მუშაობას განაგრძობს.

როგორც დე–ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლიმა მურად ჯიოევმა განაცხადა,  ფლავის მხრიდან ე.წ. სასაზღვრო ტრაფარეტს კვლავ ესროლეს. მისი თქმით, ასეთმა ფაქტებმა სისტემატიური ხასიათი მიიღო და ამას შესაძლა სავალალო შედეგი მოჰყვეს. ამასთანავე,  ქართული მხარის ინფორმაციით, შეხვედრაზე ოსურ მხარეს ამ ფაქტების დამადასტურებელი მასალები არ წამოუდგენია.

მომდევნო შეხვედრა 1 მარტს გაიმართება.

image_pdfimage_print

Comments

comments