ადამიანის უფლებათა ცენტრის 2017 წლის ანგარიში

ადამიანის უფლებათა ცენტრმა  2017 წლის ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას  1tv-ი ავრცელებს.

ანგარიშში საუბარია პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პენიტენციურ სისტემაში და პოლიციის დაწესებულებაში ასევე მასში ასახულია გახმაურებული საქმეები, მათ შორის დეკანოზ გიორგი მამალაძის, აფგან მუხტარლის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის და ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას საქმე, ასევე შშმ პირთა მდგომარეობა, ლგბტ პირთა უფლებები ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობის ფაქტები.

ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში ერთ-ერთ პრობლემად გამოიკვეთა პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები და მისი გამოძიება. დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებულია იმაზე, რომ ამ დრომდე არ შექმნილა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი რომელიც სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს შეისწავლის. ანგარიშის მიხედვით, 2017 წელსაც გაგრძელდა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების შელახვის ფაქტები.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, მიუხედავად კანონში შეტანილი ცვლილებებისა, კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება და პრევენცია. ასევე რელიგიური უმცირესობისა და ლგბტ პირების უფლებების შელახვის ფაქტებზე არასათანადო რეაგირება. ანგარიშის მიხედვით, ან ჯგუფების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი რჩება.

image_pdfimage_print

Comments

comments