„უთავოთა ხეობის“ საიდუმლო

„უთავოთა ხეობა“, კანადა
„უთავოთა ხეობა“, კანადა

„უთავოთა ხეობა“–ასე უწოდეს კანადის ერთერთ მხარეს, რომელიც საუთ–ნახანიის მდინარის გასწვრივაა გადაშლილი. ადამიანების იდუმალი გაქრობის პირველი შემთხვევა 1898  წელს „ოქროს ციებ–ცხელების“ დროს მოხდა.

ოქროს მაძიებელთა ექვსკაციანი ჯგუფი ხეობაში  უგზოუკვლოდ დაიკარგა. შვიდი წლის შემდეგ კიდევ სამი პიროვნება – რობერტ ვირი და მისი მეგობრები, ძმები მაკ–ლეოდები გაუჩინარდნენ. სამი წლის შემდეგ, კი უკლებლივ ყველა დაკარგული ოქროს მაძიებლის გვამი იპოვეს. გვამებს თავები ჰქონდათ წაცლილი. დაღუპულები პირადი ნივთების დახმარებით ამოიცნეს.

1962 –1965 წლებში იდუმალი შემთხვევის გამოსაძიებლად მკვლევართა ორი ჯგუფი გაემგზავრა. მოკლე ხანში ისინიც გარდაცვლილები იპოვეს, ამ შემთხვევაშიც გვამები თავების გარეშე იყვნენ. პოლიცია დარწმუნებული იყო, რომ ხეობაში თავზე ხელაღებული ბანდა მოქმედებდა, რომელიც ოქროს მაძიებლებს გაძარცვის მიზნით ხოცავდა. 1978 წელს სიმართლის დასადგენად ხეობაში კიდევ ერთი, კარგად აღჭურვილი ექსპედიცია გაემგზავრა. ჯგუფს ანომალური მოვლენების მკვლევარი ხენკ მონტიმერი ხელმძღვანელობდა. ჯგუფი მუდმივ კავშირზე იყო, თუმცა პირველივე საღამოს ოპერატორს ექსპედიციის მონაწილეთა ყვირილი ჩაესმა, რის შემდეგაც კავშირი შეწყდა. ნახევარ საათში ტრაგედიის ადგილზე ვერტფრენი მივიდა, მაგრამ კარვები და მკვლევარები არ დახვდათ. ხუთი დღის შემდეგ მაშველებმა ერთ–ერთი მონაწილის ჩონჩხი იპოვეს. რა თქმა უნდა, თავის გარეშე.

ამ შემზარავი შემთხვევის შემდეგ მკვლევარებმა „უთავოთა ხეობის“ საიდუმლოს ამოხსნა დიდი ხნით შეწყვიტეს. ცალკეული ტრაგიული შემთხვევები 1980 წლამდე გრძელდებოდა, ადამიანები სათითაოდ იკარგებოდნენ. 1980 წელს ხეობაში კონტრაქტით 3 ყოფილი სამხედრო პირი გააგზავნეს. არც ერთი არ დაბრუნებულა…

2004  წელს ხეობაში რამოდენიმე ბრონირებული მანქანის თანხლებით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი  საერთაშორისო ექსპედიცია ჩავიდა. მეცნიერები ამანაც ვერ იხსნა– რაციით  საუბრისას უეცრად კავშირი გაწყდა, ხოლო ჩამოწოლილმა ძლიერმა ნისლმა სამხედროებს ხელი შეუშალა  დროულად გასულიყვნენ სამძებრო სამუშაოებზე. ნისლთან ერთად ბანაკის კვალიც გაქრა. მდინარე საუტ–ნახანიის ნაპირთან მცხოვრები ინდიელები დარწმუნებულები არიან, რომ ხალხის გაუჩინარების მიზეზი სკვაჩას უკავშირდება ( იეტის ადგილობრივი სახელწოდება). ადგილობრივმა პოლიციამ ვერ დაამტკიცა მძარცველთა ბანდის არსებობა, რომლებიც ოქროს მაძიებლებს კლავდნენ.

www.premiumi.ge

 

image_pdfimage_print

Comments

comments