"ჩემზე უკეთესი საპრეზიდენტო კანდიდატი თუ გამოჩნდა, კენჭს არ ვიყრი"


ნინო ბურჯანაძემ  “პალიტრანიუსის” ეთერში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზეისაუბრა და აღნიშნა, რომ მასზე უკეთესი კანდიდატი არავინ არ იქნება. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა პირობა დადო, რომ თუ გამოჩნდება უფრო ღირსეული კანდიდატი, არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის.

„ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ჩემზე უკეთესი საპრეზიდენტო კანდიდატი გამოჩნდეს.  უკაცრავად საზოგადოებასთან ასეთი არათავმდაბლური განცხადებისთვის, მაგრამ თუ გამოჩნდება ასეთი, რომელიც ერთი კრიტერიუმით მაინც უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, ვიდრე ნინო ბურჯანაძე, აქ, თქვენი ეთერის მეშვეობით პირობას ვდებ, რომ მე არავითარ შემთხვევაში არათუ კენჭს არ ვიყრი, არამედ მას მხარსაც დავუჭერ – უფრო გამოცდილს, უფრო კომპეტენტურს, უფრო კარგი კონტაქტების მქონეს, უფრო გამბედავს.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.  “ქართული ოცნება” კანდიდატს სავარაუდოდ გაზაფხულზე დაასახელებს.