მთის კურორტებზე მინი საბაგიროები დამონტაჟდება


Картинки по запросу канатка зимний курортსაქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ახალი პროექტის შესახებ  ისაუბრა. მის თქმით,  ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია  მაღალმთიან სოფლებში მინი საბაგიროებს დაამონტაჟებს. 

“მთის კურორტების განვითარების კომპანიამ აღმოაჩნა გერმანელი მწარმოებელი რომელიც მინი საბაგიროებს აწარმოებს. ეს არ ჯდება ძვირი, დაახლოებით 25 000 ევროს ფარგლებშია და 200-300 მეტრის სიგრძის. საპილოტე პროექტი უკვე განხოციელდა უშგულში, უშხვანაში, მაზერში, ეცერში, დაბა ლენტენში.ყვეელა ბავშვს შეუძლია ისაარგებლოს ამ საბაგიროებით. პროექტს გავაგრძელებთ ყველგან სადაც გვაქვს თოვლი და არის აღმართი და დაღმართი. მთები არის ჩვენი სიმდიდრე და ჩვენი შესალებლობა რომ რეალიზება გავუკეთოთ ამ სიმდიდრეს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა