დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც დოდო გუგეშაშვილი მკურნალობს, უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. გუგეშაშვილის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ჭრილობა კი გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

დოდო გუგეშაშვილი და მის შვილი, 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილი თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ესროლეს . გრიგოლ გუგეშაშვილი ადგილზე დაიღუპა. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.    ბრალდებული დაკავებული არ არის.

 დოდო გუგეშაშვილი  აფხაზეთის ომის ვეტერანია, თავის დროზე ,,მხედრიონის” ერთერთი ლიდერი იყო.
image_pdfimage_print

Comments

comments