თბილისს 100 ავტობუსი შეემატება


თბილისის მერის  განაცხადებით, დედაქალაქის  მუნიციპალურ ავტოპარკს 100 ავტობუსი შეემატება .

“ბიუჯეტში გამოვნახეთ შესაძლებლობა, წელსვე შემოვიყვანოთ სულ მცირე 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ, შევუქმნათ პირობები, რომ მგზავრობა იყოს კომფორტული და ნაწილობრივ შემსუბუქდეს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ყვითელი ავტობუსების რესურსი ამოწურულია და ავტოპარკი განახლებას საჭიროებს. მათი ჩანაცვლების მიზნით, 4 წლის განმავლობაში 700 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შემოყვანა იგეგმება.