ბერმუდის კუნძულებზე ერთნაირსქესიანთა ქორწინება კვლავ აკრძალეს


Картинки по запросу запрет лгбт браковბერმუდის კუნძულებზე  ერთნაირსქესიანთა ქორწინება კვლავ  აიკრძალა.  შეგახსენებთ, 2017 წლიდან ქვეყნის უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე  ლგბტ თემის წევრთა ქორწინება კანონიერი გახდა. ამჟამად კი, ხელისუფლების გადაწყვეტილებით,  ეს დადგენილება გაბათილდა. ინფორმაციას  Guardian-ი ავრცელებს.

ბრიტანული გამოცემის ცნობით,  ბერმუდი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება ჯერ დააკანონა, შემდეგ კი აკრძალა.  სიახლეს  უკვე მოჰყვა ლგბტ თემის უფლებების დამცველთა უკმაყოფილება.

ბერმუდის კუნძულებზე 2016 წელს ერთნაირსქესიანთა ქორწინების თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდა. შედეგების მიხედვით, 70% ერთნაისქესიანთა ქორწინების წინააღმდეგი იყო, 60% -თვის კი ერთნაისქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობაც კი მიუღებელი იყო. თუმცა, ამ რეფერენდუმს კანონიერი ძალა არ ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ლეგალიზაციის შემდეგ, ერთნაირსქესიანთა ადამიანებს შორის 10-ზე ნაკლები ქორწინება დაფიქსირდა.