სოროსმა Brexit–ის გასაუქმებლად $500 ათასი გადარიცხა 08/02/2018premiumi Edit

Картинки по запросу sorosჯორჯ სოროსმა ნახევარი მილიონი დოლარი გადაურიცხა ორგანიზაციას, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგია. ამგვარად ამერიკელმა მილიარდერმა  მხარდაჭერა  გამოუხატა მოძრაობას  “Best for Britain” და მის ხელმძღვანელებს – ყოფილ მინისტრს ლორდ მალოხ–ბრაუნს და ჯინა მილერს. ინფორმაციას  The Guardian–ი ავრცელებს.

“მართლაც, სკუთარი ფონდების მეშვეობით სოროსმა 400 ათასი გირვანქა სტერლინგი ჩაგვირიცხა. თუმცა, ჩვენმა სხვა მსხვილმა ინვესტორებმა აღნიშნულ თანხაზე მეტი გადმორიცხეს. დიახ,   ჯორჯ სოროსი  მნიშვნელოვანი და საპატიო  “დონორია”, მაგრამ მისი დაფინანსება შემოწირულობის ერთადერთი წყარო როდია.”– მოყავს ლორდ  მალოხ–ბრაუნის სიტყვები ბრიტანულ გამოცემას.

აღნიშნულ თანხას ორგანიზაცია  “Best for Britain” 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების მომენტიდან იღებდა.  The Guardian ხაზს უსვამს იმ მომენტს, რომ  თავის დროზე, ჯორჯ სოროსმა,  მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში, ე.წ. შავი ოთხშაბათს,  ბრიტანული ვალუტის კურსი  ჩამოშალა და  $ 1 მილიარდი სარგებელი ნახა. ბიზნესმენმა  2016 წელს  “ბრექსიტის” საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებითაც ისარგებლა – სოროსი მსოფლიო ბაზრების მდგომარეობაზე ნეგატიურ პროგნოზებს იძლეოდა და ამგვარად გირვანქა სტერლინგის კურსსზე მოახდინა ზეგავლენა.
image_pdfimage_print

Comments

comments