საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება

Картинки по запросу ამერიკის საელჩოსაქართველოში აშშ-ის საელჩო მთავრობის მუშაობის შეწყვეტაზე განცხადებას ავრცელებს, რომელიც დიპლომატიური მისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“აშშ- ის საელჩოს საკონსულო მომსახურება გაგრძელდება კონგრესის მიერ საბიუჯეტო სახსრების ასიგნირებამდე. თუ დანიშნული გაქვთ სავიზო გასაუბრება ან ამერიკის მოქალაქეთა მომსახურების თაობაზე შეხვედრა, გთხოვთ, გამოცხადდეთ საელჩოში შეთანხმებულ დროს. აშშ-ის მთავრობის მუშაობის აღდგენამდე ეს გვერდი რეგულარულად არ განახლდება, გარდა საგანგებო და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციისა,”- წერია განცხადებაში.

19 იანვარს კენჭისყრის ჩავარდნის მიზეზი, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის დოკუმენტთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციების არსებობა გახდა. მთავრობის მუშაობა რამდენიმე დღის განმავლობაში პარალიზებული იყო. მოგვიანებით, კი დროებითი ბიუჯეტი მიიღეს, რომლის ვადაც 8 თებერვალს ამოიწურა. აშშ–ს კონგრესმა ბიუჯეტის დამტკიცება მეორე მცდელობითაც ვერ შეძლო. შედეგად, ქვეყნის მთავრობამ მუშაობა ისევ შეწყვიტა.

 

image_pdfimage_print

Comments

comments