უკრაინაში სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება არ შეწყდება

 Похожее изображение“მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებისა მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება გრძელდება”  განაცხადა  უკრაინის გენერალურმა პროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა.  ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

პროკურატურაში აღნიშნეს, რომ მათთვის მოულოდნელი იყო  სააკაშვილის პოლონეთში გაძევების ოპერაცია, რომელიც უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა ჩაატარა, რადგან მესაზღვრეებს ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურისთვის არ შეუტყობინებიათ. სარგანის თქმით, უკრაინაში სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიება დახურული არ არის.

მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან “სულგუნში” უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და მალევე პოლონეთში გაამგზავრა ანუ ქვეყანაში, საიდანაც ოფიციალური კიევის აზრით უკრაინაში უკანონოდ შეიჭრა. მოგვიანებით სააკაშვილმა უკრაინულ მედიას ინტერვიუ მისცა და დაუდასტურა რომ ვარშავაშია, ასევე განაცხადა, რომ ძალიან უხეშად მოექცნენ, მაშინ როდესაც პოლონელი მესაზღვრეები პირიქით, ძალიან თავაზიანები იყვნენ და ჰკითხეს, ხომ არ გამოიყენეს მის მიმართ ძალა.

“მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილის დეპორტაცია ევროპაში პოროშენკოს სასურველ მშვიდობას არ მოუტანს. მიშას დეპორტაციით ისტორია არ დასრულებულა. ბანკოვაიაზე მიაჩნიათ, რომ მოიშორეს სააკაშვილი, მოაშორეს ის უკრაინის ტერიტორიას და ამით საპროტესტო მოძრაობა ჩაწყნარდება. პირიქით, რეალურად სააკაშვილის დეპორტაცია პროტესტის რადიკალიზაციას გამოიწვევს. საპროტესტო აქციების ლიდერობის ადგილის დაკავებისთვის უკვე რიგი დადგა, ხოლო ხალხში დიდი საპროტესტო მუხტია დაგროვილი, რაზეც სოციოლოგების უმრავლესობა საუბრობს. მარტის დასაწყისში მოსალოდნელია აქციების ახალი ტალღა, რომელსაც ალბათ «Батькивщина» ჩაუდგება სათავეში, ვადამდელი არჩევნებისა და პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით.  არჩევნები იმაზე ახლოა, ვიდრე გგონიათ,” – განაცხადა უკრაინელმა ჟურნალისტმა ვიტალი კულიკმა.

მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2017 წლის 11 დეკემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა. მანამდე ის ორჯერ დააკავეს. 26 იანვარს კიევის სასამართლომ სააკაშვილს ღამის საათებში სახლიდან გასვლა აუკრძალა. განაჩენი 6 თებერვლამდე იყო ძალაში.

image_pdfimage_print

Comments

comments