გონიოში აღმოჩენილი თიხის მილი შესაძლოა I-III საუკუნებით დათარიღდეს

გონიოს ციხიდან 800 მეტრის დაშორებით, ანდრია პირველწოდებულის ქუჩის პირველ ნომერთან, 11 წლის ბიჭმა თიხის მილი იპოვა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ადგილზე არქეოლოგები ჯერ არ მისულან, თუმცა წინასწარ, ფოტო მასალაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ მილი რომაული სტილისაა და შესაძლოა იგი  I-III საუკუნებით დათარიღდეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მილი სანიაღვრე არხის გათხრების სამუშაოების პროცესში დაინახეს. ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე მცხოვრები ზურაბ გოგიტიძე ვარაუდობს, რომ თიხის მილი გონიოს ციხესთან გადის, რომელიც ქუჩიდან მოშორებით მდებარეობს.

image_pdfimage_print

Comments

comments