აფხაზეთიდან რუსეთში 17 ტონა მიმოზის ყვავილი გაიტანეს

Более 17 тонн мимозы экспортировано из Абхазииაფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საბაჟო კომიტეტის ინფორმაციით, მხოლოდ 23 თებერვალს ოკუპირებული რეგიონიდან რუსეთის მიმართულებით 17 ტონა ყვავილი მიმოზა გაიტანეს. 

ექსპორტი 6-7 მარტამდე გაგრძელდება. მიმდინარე წლის 11 თებერვალს 40 კგ მიმოზა გავიდა ექსპორტზე, 19 თებერვლიდან რაოდენობა გაიზარდა. წლის ბოლომდე კი, ე.წ. საბაჟო კომიტეტის გეგმის მიხედვით, საექსპორტო მაჩვენებელი 256 ტონას შეადგენს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

2017 წელს აფხაზეთიდან ექსპორტზე 70 ტონა მიმოზა გავიდა.

აფხაზეთში მიმოზა 1860 წელს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ჩაიტანეს. მიმოზა, რომელიც აფხაზეთში ყვავის, გასულ წელს პოპულარულმა საიტმა Bright Side 15 ულამაზეს ხეს შორის დაასახელა.

imedinews.ge

image_pdfimage_print

Comments

comments