ახალგორის გამგებელი:”ამ სისხლზე პასუხისმგებლობა სააკაშვილსა და ნაცმოძრაობას ეკისრება”

Картинки по запросу ცხინვალიახალგორის გამგებელი  არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებას აკისრებს.

“ეს არის კრიმინალების ბანდა, რომელიც მართავს დროებით წართმეულ ტერიტორიას. მე მინდა ცალსახად განვაცხადო: ამ სისხლზე, რომელიც ახლა კიდევ დაიღვარა, თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს, ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც მოსახლეობასთან კითხვის დასმაც და ინფორმაციის მიწოდებაც არ იკადრა, ისე შექმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა, მიაკუთვნა ახალგორი, რომელიც ეკუთვნოდა მცხეთა-მთიანეთს”- განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

დღესვე  საქართველოს პრეზიდენტი  წილკანში ჩავიდა და ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

„ჩვენ დავკარგეთ თანამებრძოლი, ადამიანი, რომელიც საქართველოს ემსახურებოდა. მათ შორის, საერთაშორისო მისიებში. მას საქართველოში ერთი ტყვია არ გაუსვრია. ის ემსახურებოდა თავის სამშობლოს, სამსახურის მერე უკვე მშვიდობიანი მოქალაქის ცხოვრებით ცხოვრობდა. ეს არის ყოვლად ამაზრზენი მკვლელობა, რომელიც დიდ ტკივილად ემატება ოკუპაციის ტრაგედიას. სახელმწიფო უშიშროების სამსახური მუშაობს, როგორც გადმოსვენების, ისე ორი ჩვენი თანამოქალაქის დაბრუნების საკითხზე, რომელთა ბედი ჩვენ ძალიან გვაღელვებს.

ვიზიარებთ ოჯახისა და ყველა ახლობლის ტკივილს. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოჩნდეს ამ ტრაგედიის პარალელურად ის სიმართლე, რაც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში. ის, რაც ვნახეთ ერთი წლის წინ აფხაზეთში, ის რასაც ვხედავთ აქ, ეს არის უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის დაღუპვაზე, განცხადება გაავრცელასახალხო დამცველმა. მანამდე ცხინვალის იზოლატორში ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი გამოეხმაურა.  ინციდენტის საერთაშორისო დონეზე სასწრაფო გამოძიება და დამანაშავეების დასჯის მოთხოვნით განცხადება გაავრცელა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments