ბარსელონაში მეფის ვიზიტი გააპროტესტეს

ბარსელონაში ესპანეთის მეფის ფელიპე VI-ის ვიზიტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 20–მდე ადამიანი დაშავდა. 

მონარქი კატალონიის დედაქალაქში გამოფენის Mobile World Congress 2018-ის გახსნაზე ჩავიდა. დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატერების შემდეგ ეს მეფის პირველი ვიზიტია.

საპროტესტო აქცია ე.წ “რესპუბლიკის დაცვის კომიტეტების” ორგანიზებით გაიმართა, რომლებიც კატალონიის დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს. აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. შედეგად 10 ადამიანი მსუბუქი ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს.

კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ რეზოლუციას მხარი გასული წლის 27 ოქტომბერს დაუჭირა. 

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთ საათში ესპანეთის სენატმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აემოქმედებინა, რაც ბარსელონის ხელისუფლების მადრიდზე დაქვემდებარებას, შესაბამისად, რეგიონის ავტონომიის გაუქმებას გულისხმობს.

image_pdfimage_print

Comments

comments