იერუსალიმში პროტესტის ნიშნად მაცხოვრის საფლავი დაიკეტა

Картинки по запросу храм гроба господняუდიდესი ქრისტიანული სიწმინდე – მაცხოვრის საფლავი და მასზე მდებარე ტაძარი  პროტესტის ნიშნად დაიხურა. ეს ყველა ქრისტიანული კონფესიის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.

პროტესტის მიზეზი იერუსალიმის მერიისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების გეგმებია, რომლის თანახმადაც კომპლექსს, შესაძლოა, მუნიციპალური გადასახადი დაეკისროს. კონფესიების წარმომადგენლები, რომლებიც მაცხოვრის საფალვის ერთობლივ მართვას ახორციელებენ, აცხადებენ, რომ ეს არსებული “სატუს-კვოს” დარღვევაა. მათი თქმით იერუსალიმის ხელისუფლება აპირებს დაუწესოს გადასახადი ყველა სახის უძრავ ქონებას, გარდა უშუალოდ ტაძრისა.

“წმინდა მიწაზე ქრისტიანებზე სისტემატიური და უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდება, რაც არღვევს საბაზისო და სუვერენულ უფლებებს, რომელიც ანტიკური ხანიდან გაგვაჩნია. რაც აზიანებს იმ ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს, რომელიც იერუსალიმის ქრისტიანულ თემსა და ადგილობრივ ხელისუფელბას შორის არსებობდა,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მაღთლმადიდებელი პატრიარქი, კათოლიკური ეკლესიის კუსტოსი (კურატორი) და სომხური ეკლესიის პატრიარქი აწერენ ხელს.

ჯერჯერობით უცნობია  როდემდე იქნება დაკეტილი მაცხოვრის საფლავი  მნახველებისა და მრევლისთვის.

image_pdfimage_print

Comments

comments