ბაზარზე არსებული პროდუქციის ხარისხს შეამოწმებენ

Похожее изображениеსახელმწიფო ბაზარზე არსებული პროდუქციის ხარისხის შემოწმებას იწყებს. პირველი ვიცე-პრემიერის განმარტებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და მას  ბევრი მწარმოებელი ითხოვს, რათა რეალურ, კონკურენტულ გარემოში იყვნენ. 

“ბაზარზე ზედამხედველობის მიმართულებით პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, შეამოწმოს არსებობს თუ არა შესაბამისობა მარკირებულ და რეალურ პროდუქციას შორის. ეს არის სწორი ნაბიჯი იმისთვის, რომ მომხმარებელმა ის ფასი გადაიხადოს პროდუქციაში, რა მარკირებაც პროდუქციას აქვს. შესაბამისად, ჩვენი მომხმარებელი, ერთი მხრივ, იქნება დარწმუნებული, რომ მარკირება, რომელიც პროდუქციას აქვს, შეესაბამება შიგთავსს. მეორე მხრივ კი, არაკონკურენტულ გარემოში არ აღმოჩნდებიან ის კეთილსინდისიერი მწარმოებლები, რომლებიც ხარისხიან პროდუქციას აწარმოებენ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქციის უსაფრთხოების ნაწილშიც. მისი თქმით, ამ კანონით ასევე მოწესრიგდება ის, რომ საფრთხის შემცველი არ იყოს პროდუქცია, რომელსაც მწარმოებელი აწარმოებს ან იმპორტიორს შემოაქვს.

image_pdfimage_print

Comments

comments