საპატრიარქომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე დახმარება რუსეთის პატრიარქს სთხოვა

Картинки по запросу ილია მეორე და პატრიარქი კირილესაქართველოს საპატრიარქომ  რუსეთის პატრიარქ კირილს გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით  მიმართა.  წერილში ნათქვამია, რომ გარდაცვლილის ოჯახს მიცვალებულის ქრისტიანული წესით დაკრძალვის საშუალება არ ეძლევა, რაც საზოგადოების გულისტკივილს იწვევს. 

“მოგესალმებით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით და მოგმართავთ რამდენიმე ხნის წინ, ქალაქ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მშობლების თხოვნით.

ჩვენ ყველანი დიდად შეწუხებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ უკვე კვირაზე მეტია, რაც ამ ახალგაზრდის ცხედარი არ გადმოეცა განსვენებულის ოჯახს და მის მშობლებსა და ახლობლებს არ აქვთ საშუალება დაკრძალონ იგი ქრისტიანული წესით, რაც კიდვ უფრო ამძაფრებს მათ მწუხარებას და მთელი საზოგადოების გულისტკივილსა და აღშფოთებას იწვევს.

ვიცით, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა არ შედის თქვენი უწმინდესობის კომპეტენიაში, მაგრამ გთხოვთ გამოიყენოთ თქვენი მაღალი ავტორიტეტი და გვიშუამდგომლოთ შესაბამისი ორგანოების წინაშე, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს. თქვენი მხრიდან ეს იქნება ნუგეში და დიდი დახმარება, როგორც გარდაცვლილის ახლობლებისთვის, ისე ჩვენთვის“, – წერს საქართველოს პატრიარქი.

წერილი საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნდა.  ტატუნაშვილის ოჯახის წევრები პატრიარქს გუშინ შეხვდნენ. ილია მეორე მათ დაჰპირდა, რომ ცხედრის გადმოსვენების თაობაზე, რუსეთის პატრიარქს მიმართავდა.

ოკუპირებული ცხინვალის დე–ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელის პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევის  განაცხადებით ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ.

image_pdfimage_print

Comments

comments