მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 15 სოფელს მიენიჭება

Похожее изображениеმთის განვითარების ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების კიდევ  15 სოფელი დაემატება: საკირე, ტაძრისი, ხანი, ლიჩი, მუხურა, მელუშეეთი, ბეგიაური, მანდაეთი, წყალშავი, ზვარე, ჩრდილი, საწისქვილო, გედსამანია, ღოღეთი და ბრდაზორი.

მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ ასევე მოიწონა პროექტი „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2018-2022 წლების სტრატეგია“, რომელიც განსაზღვრავს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკას მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ. სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ წარადგინა 2017 წლის ანგარიში „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით სარგებლობის თაობაზე.

2017 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით გათვალისწინებული შეღავათების გასაწევად, სულ გამოიყო 66 160 379.56 ლარი. აღნიშნული შეღავათებით ისარგებლა 7 272-მა ოჯახმა, რომელთაც 2017 წლის განმავლობაში შეეძინათ შვილი; 69 803-მა პენსიონერმა; 14 150-მა სოციალური პაკეტის მიმღებმა; 574-მა ექიმმა და 989 ექთანმა; 11 395-მა პედაგოგმა; 295-მა სპორტის სფეროში დასაქმებულმა მწვრთნელმა; 77 973-მა ოჯახმა – მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათით. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა ოჯახებმა, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით მიიღეს 15 კუბური მეტრი შეშით სარგებლობის უფლება. საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი იყო ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა პირებმა და მეწარმე სუბიექტებმა ასევე ისარგებლეს გადასახადებთან დაკავშირებული შეღავათებით.

image_pdfimage_print

Comments

comments