პარლამენტში ოკუპირებულ ტერიტორიებში მომუშავე პირებისთვის სახელმწიფო პენსიის საკითხი განიხილეს

Фото საქართველოს პარლამენტი.განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „სახელმწოფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განმარტებით, კანონპროექტის მიღების მიზანია სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება მიეცეს ოკუპირებულ ტერიტორიებში მომუშავე და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ საპენსიო ასაკის პირებს; საჯარო საქმიანობად არ ჩაითვალოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

„ის ადამიანები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, არიან ჩვენთვის პრიორიტეტი. გასაგებია, რომ გეოგრაფიული ნიშნის მიხედვით არ უნდა იოყოს გარკვეული შეღავათები ქვეყანაში, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა“, -განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

image_pdfimage_print

Comments

comments