ფინანსთა მინისტრი მცირე მეწარმეებს შეხვდა

Фото მამუკა ბახტაძე Mamuka Bakhtadze.ფინანსთა მინისტრი  დღეს ბათუმში მცირე მეწარმეებს შეხვდა და ახალი საგადასახადო ინიციატივების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ და მინისტრის მოადგილემ  ლაშა ხუციშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მეწარმეებს რეფორმის შესახებ და მათ დასმულ კითხვებს გასცეს პასუხი. ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.

  • ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები (სსიპ, აიპ), ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.
  • უქმდება გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-ითი დაბეგვრის სპეციალური ნორმები.
  • დღგ-სგან გათავისუფლდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევა.
  • საქართველოდან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტის წახალისების მიზნით, იმპორტიორს უფლება ეძლევა დაიბრუნოს მსუბუქ ავტომობილსა და მოტოციკლზე გადახდილი აქციზის 100% – ის ოდენობა, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ექსპორტი განხორციელდება 90 დღის განმავლობაში.
  • სრულად გათავისუფლდება აქციზისაგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირადი გამოყენებისათვის იმპორტირებული სატრანსპორტო საშუალებები.
  • 2023 წლის 1 იანვრამდე გადავადდება მოგების გადასახადის ახალ მოდელზე გადასვლა საფინანსო სექტორისთვის – ბანკები, საკრედიტო კავშირები, სადაზღვევო ორგანიზაციები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ლომბარდები.
image_pdfimage_print

Comments

comments