დარღვევების გამო 46 მშენებარე ობიექტია შეჩერებული

 Похожее изображениеთბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა  ორ თვეში სხვადასხვა დარღვევის გამო  46  მშენებარე ობიექტი შეაჩერა. იანვარ-თებერვალში სამშენებლო სამართალდარღვევაზე წარმოება  160 სუბიექტის მიმართ დაიწყეს, ხოლო  13 სუბიექტი დაჯარიმდა.

“თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ძირითადი ფუნქციაა სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი და გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე საჯარიმო სანქციების დაკისრება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სფეროში გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, სამსახური სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს და დამრღვევის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც დარღვევის აღმოსაფხვრელად გონივრულ ვადას უსაზღვრავს.

დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ, სამსახურის სპეციალისტების მიერ ობიექტი ადგილზე მოწმდება და შემოწმების აქტი დგება, სადაც მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შედეგი აისახება,“ – აღნიშნულია განცხადებაში. 

სანქციების რაოდენობის გაზრდის ინიციატივით დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოვიდა. სამშენებლო რეგულაციების ნაწილი, რომელიც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილებაში უკვე შევიდა, 22 თებერვლიდან ამოქმედდა. შეგახსენებთ,  15 თებერვალს მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად მოაწერიგებს თბილისში მშენებლობების პროცესს.

“ინტერპრესნიუსი”

image_pdfimage_print

Comments

comments