საქართველოში გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი კომპანიები შემოვლენ

Похожее изображениеკომუნიკაციების კომისია ქართულ ბაზარზე გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი მსხვილი კომპანიების შემოსაყვანად მუშაობს. კომპანიები ადგილობრივ ფიქსირებულ ინტერნეტ პროვაიდერებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში  გამართულ სხდომაზე ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

“კომისია აქტიურად მუშაობს, რომ საბითუმო ბაზარზე, და განსაკუთრებით ეს ეხება ფიქსირებული ინტერნეტის საბითუმო ბაზარს, შევქმნას ძლიერი კონკურენცია. დღეს ამ ბაზარზე კონკურენციის კუთხით ცუდი მდგომარეობაა. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. ჩვენ მოვახერხებთ, რომ ამ ბაზარზე იყოს ძლიერი კონკურენცია, მაგრამ ამას დაჭირდება გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი მსხვილი კომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლა და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. მათი შემოსვლის შემდეგ, ბაზარზე ფასები იქნება ძალიან დაბალი. ჩვენ ჩართულნი ვართ ამ პროცესში, რომ ის სამართლიანად წარიმართოს და მოქმედმა ოპერატორებმა პროცესს ხელი არ შეუშალონ. აქვე გეტყვით, რომ ეს პროცესი ოდნავ შეფერხდა და ახლა სწორედ ამას ვარკვევთ, როგორ და რატომ მოხდა ეს. გპირდებით, რომ ამ პროცესისთვის ხელის შეშლის შესაძლებლობას არავის მივცემთ“. – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა.

ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 2017 წლის ბოლოს, კომისიის ძალისხმევით ფიქსირებული ინტერნეტის საბითუმო ფასი 32 ლარიდან 15 ლარამდე შემცირდა.

„ეს ფასი კიდევ დაბლა დაიწევს. მაგრამ აქ მხოლოდ ფასის დაწევა არ არის მთავარი. მთავარია გაყიდვის წერტილების შექმნა, ანუ საბითუმო ინფრასტრუქტურის დაშვების და ტარიფის რეგულაციების შემოღება. იმისთვის, რომ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცირე და საშუალო ოპერატორებს საბითუმო ინტერნეტ ბაზარზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი ჰქონდეთ და კომისია ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს“ –  აღნიშნა კახა ბექაურმა.

image_pdfimage_print

Comments

comments