რა აღმოაჩინეს იდუმალი “ალთაის პრინცესას” სამარხში?

უკოკას პრინცესა
შვეიცარიელი მეცნიერების მიერ “ალთაის პრინცესას” აღდგენილი გარეგნობა
 1993 წელს ალთაიზე, კოშ–აგაჩის რაიონში უკოკის ტაფობზე მეცნიერები უძველესი ყორღანის გათხრას აწარმოებდნენ. ეს ტაფობი ოთხი სახელმწიფოს – რუსეთის, ყაზახეთის, მონღოლეთისა და ჩინეთის საზღვართან მდებარეობს. ყინულის ფენებში   ხის ბოძებით აგებულ სამარხს წააწყდნენ, სადაც შავი თექის ნაჭერზე  ხისგან გამოთლილი,  ყინულით დაფარული სარკოფაგი იდგა. მის გასადნობად მეცნიერებს რამოდენიმე დღე დასჭირდათ. სარკოფაგის  სახურავი 4 სპილენძის ლურსმნით იყო დჭედებული, მასში კი ახალგაზრდა ქალის კარგად შენახული გვამი ღმოჩნდა.

ზოგადად, უკოკის თაფობი არქეოლოგიური მასალებით  მდიდარი რეგიონია, აქ სხვადსხვა პერიოდის 150–მდე ყორღანული სამარხია ნაპოვნი. აღნიშნულ სამარხში ქალის გარდა კიდევ 2 მეომარი და 6 შეკაზმული ცხენი იყო.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქალი ძვ. წ. ა. III საუკუნეში ცხოვრობდა და 25 წლის ასაკში  გარდაცვლილა. ქალის სახე აღმოსავლეთით იყო მიბრუნებული, ხელ–ფეხი კი ოდნავ მოხრილი ჰქონდა, თითქოს და ჩაეძინა.  თავზე ცხენის ძუისგან დამზადებული მაღალი შავი პარიკი ეხურა, რომელზეც  დამაგრებული იყო სხვადასხვა ფრინველის 15 ხის ფიგურა და ირმის გამოსახულება, ასევე ბრინჯაოს ქინძისთავი და  „სიცოცხლის ხის“  სიმბოლო – თექისგან დამზადებული 60 სმ–ზე გრძელი ფოთოლი.

ქალს სხეულზე სხვადსხვა  სვირინგები ჰქონდა. მაგალითად,  მარცხენა მხარეზე ამოტვიფრული იყო საკრალური ნიშანი –ე.წ. ალთაის გრიფონი. საინტერესოა, რომ ძველი საბერძნეთის  ისტორიკოსი ჰეროდოტი – იდუმალი ქალბატონის თანამედროვე – წერდა, რომ მთიან ალთაიში ცხოვრობდნენ სკვითთა ტომები, რომლებსაც ოქროს მცველ გრიფებად შეეძლოთ გადაქცევა. მისი თქმით, ეს უცნაური არსებები განსაკუთრებული სიმაღლით და არაჩვეულებრივი გარეგნობით გამოირჩეოდნენ.

Похожее изображение

ქალს ოქროსგან დამზადებული მავთულის საყურეები ეკეთა, ყელს კი ფრთიანი ჯიქებისგან შედგენილი ხის სამკაული უმშვენებდა. ტანზე მოყვითალო  უნაზესი აბრეშუმის პერანგი ეცვა, რომელიც სკვითებისთვის უჩვეულოდ განიერი იყო და მუხლებამდე სწვდებოდა. ანალიზმა ცხადყო, რომ აბრეშუმი ჩინეთში არ იყო დამზადებული, იგი ინდოეთის ჩრდილოეთით  და  ალთაიზე თითქმის არ გამოიყენებოდა. წელს ქვემოთ შალის სამნაჭრიანი წითელ–თეთრი გრძელი ქვედაბოლო ემოსა, დაწნული ფოჩებიანი სარტყლით. თავზე მატყლით, ბალახითა და ბეწვეულით სავსე თექის ბალიში ედო. ფეხზე ასვევე თექის გრძელი წინდები ეცვა.

ქალის მარცხნივ, შავ–წითელი თექის შალითაში ხისჩარჩოიანი სარკე იდო, მის გვერდით ცხენის ძუის ფუნჯი და ადამიანის კბილი, ასევე მიმობნეული იყო ფერადი მძივები.

გარდა ამისა სამარხში ნაპოვნია კერამიკის ჭურჭელი, ჯიხვის რქები, ქინძის თესლით სავსე ქვის ლამბაქი, ხის მომცრო ტაბლები და სხვა. სარკოფაგში არსებული ნივთებს ბეწვეული ჰქონდათ  გადაფარებული.

ხალხმა ქალს  „უკოკის პრინცესა“ შეარქვა, ზოგი კი მას „თეთრ ქალბატონად“ მოიხსენებდა. ანალიზმა ცხადყო, რომ ის ინდოევროპულ რასას მიეკუთვნებოდა, მისი სიმაღლე კი 165 სმ–ს აღწევდა. ქალი ძუძუს კიბოთი გარდაიცვალა, თუმცა ის  რამოდენიმე თვის შემდეგ დაკრძალეს. როგორც ჩანს ამ დროის განმავლობაში გარკვეულ რიტუალებს უტარებდნენ.  სხეულს ზეთების, ფისის, ვერცხლისწყლისა და ცვილის ნაზავით ჩაუტარდა   ბალზამირება.

Похожее изображение
რუსი მეცნიერების ვარაუდით “პრინცესა” ასე გამოიყურებოდა

ადგილობრივმა შამანებმა მაშინვე განაცხადეს, რომ ქალი პრინცესა არაა, არამედ ალთაის ერის წინაპარი–დედა და ორი სამყაროს ჭიშკრის მცველია. წესით, ასე ჯადოქრებსა და ქურუმებს  უწოდებენ ხოლმე.  მოსახლეობა  მუმიის სამარხში დაბრუნებას მოითხოვდა, მათი მტკიცებით წინააღმდეგ შემთხვევაში ალთაის უბედურებები დაადტყდებოდა თავს. მათ სასამართლოში სარჩელიც შეიტანეს და რუსეთის პრეზიდენტსაც მიმართეს, თუმცა  მოთხოვნა მაინც  არ დაკმაყოფილდა.  მუმია დღემდე ქ. ნოვოსიბირსკის ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტში ინახება.

ექსპედიციის წევრები აღნიშნავდნენ, რომ ყინულით მხოლოდ სარკოფაგი იყო დაფარული და არა მთლიანი სამარხი.  ამიტომ,  მიუხედავად იმისა, რომ ქალის გვამი ბალზამირებული იყო, მაინც ჩნდება კითხვა –იყო თუ არა სარკოფაგში რაიმე განსაკუთრებული სითხე, თუ ეს ჩვეულებრივი გრუნტის წყალი იყო, რომელიც ცივი კლიმატის პირობებში ყინულად იქცა?

დღესდღეობით ადამიანის მუმიფიცირებული სხეულები აღმოჩენილია სხვადსხვა ქვეყნებში: ეგვიპტე, ვიეტნამი, ლაოსი, პერუ და ა. შ. მუმიებს როგორც  დიდებულ სამარხებში, ასევე  მყინვარებში და ნახშირის ღრმა ფენებში პოულობენ.

მარკუს ციცერონი
მარკუს ციცერონი

არსებობს ლეგენდა, რომ რომის პაპის პავლე III–ს (1534 – 1549 წ.წ.) დროს აპიის  გზაზე რომის მმართველის მარკუს ციცერონის ქალიშვილის სამარხი აღმოაჩინეს. ახალგაზრდა ქალის გვამი უცნობ გამჭირვალე სითხეში იყო ჩაფლული და იმდენად კარგად იყო შენახული,  იქ მყოფებს მიცვალებული მძინარედ მოეჩვენათ.  იმ მომენტისთვის, მისი გარდაცვალებიდან 15 საუკუნე იყო გასული. ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ჩაუქრობი ლამპარი იყო, რომელიც მიცვალებულს ფეხთ ედგა. სამარხის გახსნისას ეს ლამპარი ჩაქრა.

ამბავი მართლაც ლეგენდას ჰგავს, რომ არა ერთი გარემოება – მარკუს ციცერონს სინამდვილეში ჰყავდა ქალიშვილი სახელად ტულია ციცერონისი, რომელიც ძვ.წ.ა. 45.წ. მშობიარობას გადაჰყვა. ცნობილია, რომ შვილის გარდაცვალებამ მამას დიდი ტკივილი მიაყენა. ამას გარდა, აპიის გზა ანტიკურ რომში ყველაზე  მნიშვნელოვანი გზა იყო, რომლის გასწრივაც დიდგვაროვანთა სასახლეები და საგვარეულო სამარხები იყო განლაგებული.

რაც შეეხება ჩაუქრობ ლამპარს, მასზე ძველი სამყაროს მრავალი ისტორიკოსი წერდა. მაგალითად, ავგუსტინეს ( 354–430 წ.წ.) ცნობით   ასეთი ლამპარი ვენერას საკერპოში იდგა, მას ვერც ქარი და ვერც წვიმა აქრობდა. მწერალი პავზანი (II ს.)  ირწმუნებოდა, რომ ჩაუქრობელი ლამპარი ათენში, მინერვას ტაძარში ჰქონდა ნანახი, ხოლო პლუტარქი (46–120 წ.წ) ამტკიცებდა, რომ ზუსტად ასეთი ლამპარი ეგვიპტეში ამონის საკერპოში იყო; მისი თქმით, სტიქიებს არ ძალუძდა მისი ჩაქრობა.  მსგავს ლამპრებს ეგვიპტის ტაძრებსა და სამარხებშიც იყენებდნენ. სამარხის გახსნისთანავე  ლამპრები რატომღაც ქრებოდნენ. ეს უძველესი ტექნოლოგია თანამედროვე მეცნიერებისთვის დღემდე საიდუმლოს წარმოადგენს.

რადგანაც ამ ლეგენდის მრავალი დეტალი სინამდვილეს შეესაბამება, ე.ი.  ქალის უხრწნელი გვამისა და უცნაური სითხის ამბავიც გამოგონილი არ უნდა იყოს.  შესაბამისად, ტისულის პრინცესის და სავარაუდოდ, ალთაის „პრინცესის“  შემთხვევაშიც გამოყენებული იყო ეს უცნობი „შემნახველი“ სითხე. ამ ვერსიას „ჩინეთის პრინცესის“ ისტორიაც ამყარებს, რომელსაც მომდევნო მასალებში შემოგთავაზებთ.

www.premiumi.ge

image_pdfimage_print

Comments

comments