თბილისში ყავის ქარხანა 2018 წლის ბოლოს გაიხსნება

Похожее изображениеთბილისში  ყავის ქარხანა ექსპლუატაციაში 2018 წლის შემოდგომაზე შევა. როგორც „კომერსანტს“  პროექტის განმახორციელებელი კომპანია „კაფსულოს“ ხელმძღვანელმა  ბეჟან გურგენიძემ განუცხადა, ამ დროისთვის უკვე დასრულებულია ძირითადი სამშენებლო სამუშოები და უახლოს მომავალში უკვე ძირითადი სამუშაოების მონტაჟი დაიწყება.

გერმანიიდან და იტალიიდან სპეციალურად ჩამოყვანილი ინჟინრები ქარხანას ტექნიკურად გამართავენ და ადგილობრივ კადრ ტრეინინგებსაც გაატარებენ. ასევე, კომპანია შპს „კაფსულო“ პირველად საქართველოში აპარატის ყავის წარმოებას იწყებს. კომპანია  ყავისთვის შესაფუთ მასალას საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან შემოიტანს. რაც შეეხება ნედლეულს, ყავა სხვადასხვა ქვეყნიდან შემოვა, მათ შორის, აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან, ცენტრალური ამერიკიდან და ასე შემდეგ. გურგენიძის განცხადებით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 20 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

შეგახსენებთ, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, „ავტოვაზის მიმდებარედ ყავის გადამამუშავებელი საწარმოს აშენების შესახებ ინფორმაცია 2016 წლის აგვისტოში დაანონსდა. აღსანიშნავია, რომ შპს „კაფსულო გამოშვებული პროდუქციის 50%-ის ექსპორტზე გატანას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ქარხანა ქართულ-უცხოური ინვესტიციით შენდება.

image_pdfimage_print

Comments

comments