ადგილები სადაც მაისიდან სიგარეტის გაყიდვა აიკრძალება

Похожее изображение1  მაისიდან ამოქმედდება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ის მუხლები, რომლებიც გარკვეულ ადგილებში კრძალავს  სიგარეტის მოწევასა და გაყიდვას.

მაისიდან ასევე იკრძალება როგორც 18 წლამდე ასაკის პირზე სიგარეტის მიყიდვა, ასევე 18 წლამდე პირის ჩაბმა თამბაქოს ინდუსტრიაში. 1 მაისიდან აიკრძალება სიგარეტის, თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ან/და განლაგება შემდეგ ადგილებში:

  1. საგანმანათლებლო [ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ], სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში [შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან];
  2. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში;
  3. საჯარო დაწესებულებაში; ნებისმიერი სახის სამედიცინო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
  4. სავაჭრო ობიექტის იმ სექციაში, სადაც ბავშვის ტანსაცმელი, კვების პროდუქტი ან/და სათამაშო იყიდება;

2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შედის “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონი, რომლის მიხედვითაც თამბაქოს მოწევა, (ასევე, ელექტროსიგარეტის) სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში იკრძალება. აკრძალულ ადგილებში თამბაქოს მოწევის შემთხვევაში, ჯარიმები ფიზიკურ პირზე 50 ლარიდან იწყება, იურიდიული პირებისთვის კი – 500 ლარიდან.

image_pdfimage_print

Comments

comments