მედოევი კვირიკაშვილის განცხადებას უცნაურს და სახალისოს უწოდებს

Картинки по запросу საქართველო–რუსეთისაქართველოს პრემიერ- მინისტრმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართა და აღნიშნა, რომ მზად  არის  პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან.

“მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში. გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირები. მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ ფაქტობრივად ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა.

ამჟამად ჩვენს წინაშე არის არჩევანი – თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად.

ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულები ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა. მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.

სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემა, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის.

მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები რთული ვითარების დასაძლევად”,- წერია პრემიერმინისტრის განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილის  განცხადებასთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი”  დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს  დიმიტრი მედოევს დაუკავშირდა და საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიმართვა გააცნო.

Похожее изображение“ჩემი აზრით, საკმაოდ უცნაური განცხადებაა. თუმცა, მე არ მაქვს სურვილი მისი კომენტირების, ვინაიდან ის არ არის სამხრეთ ოსეთის მისამართით და, შესაბამისად, ჩვენთან მას არანაირი კავშირი არ გააჩნია. მეორე საკითხია, რამ უბიძგა ბატონ კვირიკაშვილს ასეთი ნაბიჯი გადაედგა? თუმცა გვერდიდან ეს ყველაფერი საკმაოდ სახალისოდ გამოიყურება: საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელი პირი მიმართავს რუსეთის ხელისუფლებას [“ოკუპანტ” ქვეყანას], რათა მან [“ოკუპირებულ”] აფხაზებსა და ოსებს “homeland”-თან, საქართველოსთან პირდაპირი დიალოგის ნება დართოს. გაუგებარია, როგორ უშლის ხელს რუსეთი საქართველოს ხელისუფლების დიალოგს კახეთის ან ნახალოვკის ოსებთან?

… კვირიკაშვილი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობას მოუწოდებს [ხაზს ვუსვამ], მოუწოდებს! გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე…”. გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა! ესეც უკომენტაროდ.   იქნებ აქ რაღაც შეცდომაა [მექანიკური], რომელიც განცხადების ტექსტში იპარება. ვგულისხმობ სიტყვას “მთელი” პასუხისმგებლობა”, თანამედროვე ქართული პოლიტიკური ლექსიკონით აქ უნდა იყოს სხვა სიტყვა – “საკუთარი” პასუხისმგებლობა”, – განუცხადა მედოევმა “ნეტგაზეთს.

image_pdfimage_print

Comments

comments