პოლონეთი რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის საზღვარზე ღობეს აღმართავს


Польша возведет забор на границе с Россией, Украиной и Белоруссией
პოლონეთის მთავრობა ქვეყნის აღმოსავლეთის საზღვარზე  ღობის აღმართავს გეგმავს. აღნიშნული ზომა  ე.წ. აფრიკული შავი ჭირისგან დასაცავად უნდა მიიღონ. ინფორმაციას პორტალი Agropolska ავრცელებს.

ამჟამად პოლონეთის სეიმში  შესაბამისი კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს და  2020 წლისთვის დასრულდეს . წინასწარი გათვლით,  პროექტის  ღირებულება $32 ათასს შეადგენს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მოთუთიებული ბადესგან დამზადდებული ღობის  სიმაღლე 2 მ, სიგრძე კი 1173 კმ იქნება. აფრიკული შავი ჭირის ვურუსმა პოლონეთში 2014 წელს შემოაღწია, მას შემდეგ ზოოლოგებმა 1,5 ათასამდე დაავადებული ტახი აღმოაჩინეს.

ღობე რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის საზღვარზე გავა. ზოგიერთ პოლონელ ექსპერტს მიაჩნია, რომ აღნიშნული ზომა აფრიკული ჭირის ვირუსთან ბრძოლაში არაეფექტური იქნება, რადგან ვირუსი უკვე ტრიალებს ქვეყნის ტერიტორიაზე.