რატომ იკეტებიან მასიურად ცნობილი ბრენდული მაღაზიები?

აშშ–ში მასიურად იკეტებიან ბრენდული ტანსაცმლის მაღაზიები.  Guess, Gap, Michael Kors, Abercrombie & Fitch  და სხვებმა ასობით მაღაზია დაკეტეს, საშუალო კლასის  ბრენდი Macy’s 10 000 ათასამდე თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებს, American Apparel გაკოტრებულია, ხოლო  Nike პარტნიორებთან ვაჭრობაზე უარს აცხადებს. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ 5 წელიწადში აშშ–ში სავაჭრო ცენტრების ნახევარი დაიხურება.

როგორც ჩანს ინტერნეტის ეპოქაში განვითარებული ქვეყნების მოსახლეობას ბევრი მაღაზია აღარ ესაჭიროება. აშშ–ში მაღაზიათა უმეტესობა იჯარისა და კრედიტების მორევში იფლობა.  Moody’s –ს შეფასებით, ხუთ წელიწადში ბაზარის მოთამაშეები ვალებს ვერ გადაიხდიან და საკრედიტო ბუშტიც გასკდება.

2017 წელს ბრიტანული Topshop–ის შემოსავალი 79% დაეცა. ბაზრის გიგანტს H&M ათი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი გაყიდვები აქვს. ტანსაცმლის რითეილი ჩვეული გაგებით სულს ღაფავს და დამნაშავე მხოლოდ ინტერნეტი როდია.

დიახ, მსოფლიოს უმსხვილესი ინტერნეტ–მაღაზია Amazon  ზღაპრული ტემპებით იზრდება, 6 წელიწადში  შემოსავალი 5–ჯერ გაეზარდა და  $80 მილიარდს მიაღწია, ხოლო მისი დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კაცობრიობის ისტორიაში ერთერთი უმდიდრესი ადამიანია. თითქმის ყოველ მეორე ამერიკელს Amazon–ის პრემიალური გამოწერა აქვს, მას იმ მყიდველს უფორმებენ, რომელიც მაღაზიაში ყოველკვირეულად რამეს იძენს.

თუ შენაძენს  სახლში სწრაფად და იაფათ მოგართმევენ, რაში საჭიროა მაღაზიებში ბოდიალი? სავაჭრო ცენტრებში სიარული საოჯახო გასართობ ღონისძიებას აღარ წარმოადგენს. დღეს  ყველაზე მოხერხებული შოპინგი დივანზე მოკალათებაა. მაგალითად,  შენაძენთა 20% სმარტფონების გამოყენებით ხდება. ამის გამო   H&M–ს ასორტიმენიტის შემცირება უწევს, რადგან ონლაინ–კატალოგებს შეჩვეული მყიდველი  დახლებზე დალაგებული ერთფეროვანი ტანსაცმლის „ოკეანეში“ უბრალოდ იკარგება.

Похожее изображение

აშშ–ს რითეილერთა ეროვნული ასოციაციის მონაცემთა თანახმად, 2016 წლის შავი პარასკევის ფასდაკლების დროს ინტერნეტ–მაღაზიებმა გაცილებით მეტ მყიდველს გაუწიეს მომსახურება, ვდრე ჩვეულებრივმა სავაჭრო ცენტრებმა. თუმცა, Topshop, H&M, Guess, Gap, Ralph Lauren და სხვები ასევე ვაჭრობენ  ინტერნეტის საშუალებით, მათ შორის Amazon–ზეც. მაგრამ ეს მათ მაინც არ შველის. რატომ?

თითქმის ყველა დიდი ბრენდი, რომლებსაც გაყიდვები ეცემა,  დაბალი და საშუალო ფასობრივი კატეგორიის მას–მარკეტს წარმოადგენს. ადრე მათი მაღაზია ყოველ კუთხეში იყო, მსხვილად დატანილი ლოგოებიანი სამოსი კი სასურველ შენაძენად ითვლებოდა. მარკ ცუკერბერგის ჰარვარდში სწავლის  დროს  ამერიკელი სტუდენტების და მოზარდების უმეტესობა ასეთ ბრენდირებულ სამოსს ირჩევდა. ბოლო წლებში კი ლოგომანია მხოლოდ ლუქსურ სექმენტს შემორჩა, მას– მარკეტში კი ცნობადი ლოგოები აჟიოტაჟს აღარ იწვევენ.

დღევანდელი ახალგაზრდობა ბრენდირებულ და  no-name სამოსს შორის დიდ   განსხვავებას ვერ ხედავს. იგივე Amazon   რამოდენიმე უბრალო მარკას უშვებს და  იაფი საბაზისო სამოსის და თეთრეულის ბაზარიც დაიკავა. საკუთარი მარკის სამოსს ხელმისაწვდობ ფასში ასევე კერავს  ბრიტანული ონლაინ–მაღაზია Asos–იც. სულ უფრო ნაკლებ ადამიანს უჩნდება სურვილი გადაიხადოს $55  Abercrombie & Fitch–ის სვიტშოტში, როდესაც მსგავსი ნაწარმი შესაძლოა შეიძინონ მხოლოდ  $12.

Картинки по запросу интернет магазины

ტანსაცმლის ბაზარი გაჯერებულია  იაფი  საქონლით. ბრენდს ფასი აღარ აქვს. ამაზე არა მხოლოდ ონლაინ–რითეილერები ითბობენ ხელს. მყიდველის ეკონომიურობის  წყალობით  აშშ–ი  ყველაზე დაბალფასიანი ტანსაცმლის  რითეილიც გაიზარდა.  მაგალითად, იაფი საქონლის ქსელმა  TJMAxx–მა , რომელიც ონლაინ–ვაჭრობის იგნორირებას ახდენს,  ბოლო 5 წელიწადში 30% გაზარდა გაყიდვებისგან შემოსული სარგებელი. გაიზარდა ასევე კომპანიის აქციის ფასიც. ასეთივე წარმატებას მიაღწია იაფი ტანსაცმლის ქსელმა Burlington Stores–მა.

ორიგინალურ, უნიკალურ სამოს ადამიანები ახალგაზრდა მარკების კოლექციებში ეძებენ, ხოლო საბაზისო ტანსაცმელს სადაც  დაბალ ფასებში წააწყდებიან, იქ ყიდულობენ.

Zara  ალბათ ერთადერთი მარკაა მას–მარკეტში, რომელსაც პრობლემები არ ექმნება. კომპანია ლუქსის სეგმენტიდან ტრენდ–სიახლეებს მომენტალურად ითვისებს და ასლებს გაყიდვაში უშვებს.

საზოგადოებაში იცვლება დამოკიდებულება არა მხოლოდ ბრენდების მიმართ, არამედ თვით მოხმარების მოდელი. ახალგაზრდა თაობას ურჩევნია ფული გართობასა და  შთაბეჭდილების მისაღებად დახარჯოს, ვიდრე ახალ ტანსაცმლზე. ამერიკელთა საოჯახო  ბიუჯეტში მოგზაურობასა და გასტრონომიაზე გაცილებით მეტი თანხაა გათვალისწინებული, ვიდრე ახალი ტანსაცმლის შეძენაზე. ასეთი ცვლილება გამოწვეული ასევე  იმ ფაქტორით, რომ ყოველდღიური ჩაცმულობა  ნებისმერ სიტუაციაში მისაღები გახდა. სილიკონის ველის  ახალმა მილიარდერებმა ეს სტიგმა მოხსნეს და ახლა პიჯაკით  საქმიან შევედრაზე მისვლა სავალდებულო აღარ არის.  NPD Group–ის კვლეის თანახმად ამერიკელთა ნახევარი სამსახურში ყოველდღიურ სამოსს ატარებს, ჰალსტუხი და ქუსლიანი ფეხსაცმელი HR–ის თანამშრომლებისთვისაც ნაკლებად აქტუალური გახდა. მეტიც, მრავალი  ბრენდი კლიენტებს ტრანსფორმერი–ტანსაცმლის ვარიანტებს სთავაზობს, რომლის გამოყენება შეიძლება ოფისში, ბანკეტზე და პიკნინზეც, ყოველდღიურ ფეხსაცმელს კი უკვე ქორწილშიც ხმარობენ.

secretmag

image_pdfimage_print

Comments

comments