რუსეთი პრეზიდენტს ირჩევს

დღეს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია. დილიდან  ქვეყნის მასშტაბით   97 ათასი უბანი გაიხსნა, ხოლო  400 უბანი საზღვარგარეთაა გახსნილი. წელს პირველად  ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით შეეძლებათ.

მოქმედი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, რომელიც ამ პოსტზე კენჭს უკვე მეოთხედ იყრის, გამარჯვებაში ყველა წინასწარ დარწმუნებულია. ვლადიმერ პუტინის გარდა არჩევნებში   8 კანდიდატი იბრძოლებს: რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ გრუდინინი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, “იაბლოკოს” დამფუძნებელი გრიგორი იავლინსკი, “სამოქალაქო ინიციტივის” კანდიდატი ქსენია სობჩაკი, “ზრდის პარტიის” ლიდერი ბორის ტიტოვი, “რუსეთის კომუნისტების” ხელმძღვანელი მაქსიმ სურაიკინი და “რუსეთის საერთო სახალხო კავშირის” კანდიდატი” სერგეი ბაბურინი.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს ოპოზიციის ლიდერს და პუტინის ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგეს ალექსეი ნავალნის, რომელიც  არჩევნებს არ აღიარებს და მოსახლეობას ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს.

 

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების გასაშუქებლად მედიაცენტრში 50-ზე მეტი მედიასაშუალება და 200-მდე ჟურნალისტი იმყოფება.

 

image_pdfimage_print

Comments

comments