რა არის „ნიუ ეიჯი“


Картинки по запросу new ageდღეს უკვე ფართოდ გავრცელებული გლობალისტური იდეოლოგია ქრისტიანული მსოფლმხედველობის საპირისპირო შეხედულება გახლავთ.

გლობალიზაცია სხვადასხვა ფორმის გამოვლენით – „გლობალური მსოფლიო წესრიგი” და ა.შ. – 2000 წლიანი ქრისტიანული ეპოქის დასასრულზე და ახალი დროის დასაწყისზე საუბრობს. მათი დამქაშები ხშირად იმეორებენ ტერმინს „პოსტ-ქრისტიანული მსოფლიო”, ანუ ადამიანების შეგნებაში ამკვიდრებენ აზრს, რომ ქრისტიანობამ უკვე მოჭამა თავისი დრო, ის ვითომდა ისტორიული წარსულია. ახალი ათასწლეულის დადგომის შემდეგ, მათი აზრით, „ახალი ერა”, „მერწყულის ერა” დადგება.

ამ იდეოლოგიას ისინი ამერიკაში პოპულარული თეოსოფიური და ოკულტური მიმდინარეობის „New Age”-ის (ნიუ ეიჯ), ანუ “ახალი დრო”-ის მეშვეობით ახორციელებენ. ეს მოძრაობა ფართო მასე-ბისათვის ცნობილი 1975 წელს გახდა. ის თავდაპირველად ა.შ.შ. – ში, ხოლო შემდეგ ევროპაშიც გავრცელდა. „ნიუ ეიჯი” არ არის არც სექტა, არც რელიგია. მას თითქოს არა აქვს მმართველობითი ცენტრი, ორგანიზაციული სტრუქტურა, არ გააჩნია განსაზღვრული სწავლება და დოგმატები და ა.შ. ამ მიმდინარეობაში შერწყმულია მონიზმი, პანთეიზმი, გნოსტიციზმი, სხვადასხვაგვარი ოკულტური საზოგადოებები და სექტები, ერეტიკული და ყალბი რელიგიური მიმართულებები.

მათი მიზანია – გარდაქმნან პიროვნება, ხოლო შემდეგ – გარდაქმნან მთელი მსოფლიო. ამისთვის ისინი ყველანაირ საშუალებებს: პრესას, ტელევიზიას, მასობრივ პოპ-კულტურას, ნარკოტიკებს, საზოგადოების გარყვნის სხვადასხვა ფორმებს იყენებენ. მუსიკის სფეროში გაჩნდა ახალი სტილი „ნიუ ეიჯი”. დაწესებულია ყოველწლიური პრემია „გრემი” ამ სტილის საუკეთესო ალბომისათვის. მრავალი ამერიკელი კონგრესმენი და „რომის კლუბის” გამოჩენილი წევრის ცნობილი ეკუმენისტის ენ ჩიტეს მიერ ჩატარებულ „ახალი დროის” (New Age) ყოველდღიურ ლექციებს ესწრებოდა.

Картинки по запросу поп-культураდღესდღეობით, სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, „ნიუ ეიჯ-ის” წარმომადგენლები ყველაზე მდიდარი, განათლებული და წარმატებული ადამიანები არიან. „ნიუ ეიჯის” ინსტრუქტორები მუშაობენ ისეთ კომპანიებში, როგორიცაა „პროქტერ ენდ გემბლი”, IBB, „ჯენერალ მოტორსი”, „ფორდ მოტორ კომპანი”. მათ მიერ იხსნება უნივერსიტეტები, „ნიუ ეიჯის” ფონდები. ასე რომ, „ნიუ ეიჯი” – არა რელიგია, არამედ რელიგიურ-სოციალური მოძრაობაა, რომლის მიზანი ახალი „სულიერების” ახალი „რელიგიური შეგნებისა” და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაა.

სინამდვილეში „ნიუ ეიჯი” კაცობრიობას ანტიქრისტეს მოსვლისათვის ამზადებს. „ახალი დროის” ქაოსიდან შემდეგში ერთიანი მსოფლიო რელიგია უნდა დაიბადოს, რომელიც თავის თავში დედამიწაზე არსებული ყველა რელიგიის ელემენტებს შეიცავს. „ნიუ ეიჯის” მრავალი ელემენტი გადმოღებულია ოკულტიზმიდან. აქ არა მარტო ცრურწმენისა და წარმართობის, არამედ ჯადოქრობისა და მაგიის ელემენტები შეინიშნება. „ნიუ ეიჯის” მსოფლმხედველობა მორალურ ინდიფერენტიზმზეა აგებული. ცნობილი მაგისა და ოკულტისტის კროულის აზრით, „ნიუ ეიჯის” კანონი უნდა გახდეს – „აკეთე ის, რაც გინდა”. ამ მოძრაობის მიმდევრები იბრძვიან ჰომოსექსუალისტებისა და ნარკომანების უფლებებისათვის, რითაც თანამედროვე მსოფლიოს ახალ სოდომად გადაქცევას ცდილობენ.

Похожее изображение

დღესდღეობით „ნიუ ეიჯის” 22 მლნ მიმდევარი ჰყავს. მარტო ამერიკასა და კანადაში, „ნიუ ეიჯის” დაახლოებით 20 ათასი ორ-განიზაციაა. ეს ორგანიზაციები სხვადასხვაგვარი, მეცნიერული, პოლიტიკური, რელიგიურ – ფილოსოფიური ფორმისაა.

ბერძენმა ღვთისმეტყველმა ალექსის პანაგოპულოსმა დაწვრილებით განიხილა მოძრაობა „ნიუ ეიჯის” არსი და შემდეგი აზრი გამოიტანა: მათი მიზანი „ახალი მსოფლიოს წესრიგის” თეორიის შემუშავება, ახალი მსოფლიოს რელიგიის „ახალი ეპოქის ქრისტეს” (ანუ ანტიქრისტეს) მოსვლაა.

მაშ ასე, გლობალიზაციის იდეოლოგიამ ჩამოიხსნა თავისი ნიღაბი და გვიჩვენა თავისი მონდილისტური არსი – სინთეტური რელიგია, რომლის აღმსარებლობაა: რწმენა ერთიანი კაცობრიობისა, რომელიც ერთიანი ცენტრიდან, ანუ მსოფლიო მთავრობიდან წარიმართება.

xareba.net