პირველი ქართული ველოსიპედი ბაზარზე ივლისში გამოჩნდება

Похожее изображениеახალგაზრდა ველომოყვარულები პირველი ქართული ველოსიპედის სერიულ წარმოებას იწყებენ. ველოსიპედის პროექტი უკვე მზად არის, შექმნილია პროტოტიპიც და ბაზარზე ინოვაციური ველოსიპედი 2018 წლის პირველი კვარტალში გამოჩნდება.

პროექტს bikes.ge-ს შვილობილი კომპანია Georgian Bicycle Group-ი განახორციელებს. კომპანია თავდაპირველად ერთი წლის განმავლობაში 500 ერთეულ ველოსიპედს გამოუშვებს და ის 750-800 ლარი ეღირება.  როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ქართული ველოსიპედის ბიზნესიდეის ავტორი ბექაკიკნაველიძე აცხადებს, ველოსიპედი მაღაზიაში არ გაიყიდება და მისი ონლაინ გაყიდვა პირდაპირ დამამზადებელი ქარხნიდან მოხდება.

„ჩვენი მიზანი და მიდგომა არის ის, რომ ველოსიპედის სწორი მოდელი შევქმნათ. მიმდინარე წლის ივლისის შუა რიცხვებში ბაზარზე პროდუქციას სატესტო რეჟიმში გამოვუშვებთ და მომხმარებელს 150-ცალ ველოსიპედს შევთავაზებთ, ხოლო წლის განმავლობაში მისი რაოდნეობა 500-მდე გაიზრდება. პროექტზე აქტიური მუშაობაა დაწყებული და მასზე ყველანაირი სახის ტესტირებას ვატარებთ“, – განაცხადა ბექა კიკნაველიძემ.

ქართული ველოსიპედის შემქმნელის თქმით, პროდუქცია სრულიად ქართულ მოტივებზეა შექმნილი და მათი მიზანიც სწორედ ეს იყო. როგორც კიკნაველიძე აღნიშნავს ეს ინდუსტრია ამ ეტაპზე მომგებიანი არ არის, თუმცა სამომავლოდ გათვლა სწორედ ამაზე აქვთ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს როგორც კიკნაველიძე აღნიშნავს, 2019 წლის სექტემბერში კომპანია ელექტროველოსიპედებს გამოუშვებს და ის ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალება იქნება.

commersant.ge

image_pdfimage_print

Comments

comments