ნიკა გვარამია:”მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა”

Похожее изображениеტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა გადაცემა „პოსტკრიპტუმში“ გიორგი გაბუნიას განცხადებასთან დაკავშრებით განცხადება გააკეთა.

“მსურს შევეხო დღევანდელ ინციდენტს, “რუსთავი 2”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.  არხის სახელით მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა ჩვენი ჟურნალისტის განცხადებებით, თუმცა ამ მორწმუნეებში არ ვგულისხმობ ადამიანებს ვინც აქ იყვნენ დღეს.  დღეს დილიდან “რუსთავი 2″-ის ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც ეხებოდა კონკრეტული პირების რელიგიური გრძნობების შელახვას გიორგი გაბუნიას განცხადების გამო.

ყველას შევახსენებ, რომ იესო ქრისტე არ არის მართლმადიდებლობის საკუთრება.  ეთიკის კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური, რამეთუ მის მიერ აზრის გამოხატვა ლახავდა მორწმუნეთა პირად რელიგიურ გრძნობებს, მით უფრო იმ გარემოებაში, რომ ამის ლეგიტიმური და კრიტიკული ინტერესი არ არსებობს. მსგავსი ქმედებებისგან ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და მსგავსი გადაწყვეტილებები ჩვენი ეთიკის საბჭოს მიერ იქნა მიღებული. ” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ქართული მარშის“ წევრები  ტელეკომპანიის ეზოში შეიკრიბნენ და შენობაში შესვლის უფლებას ჟურნალისტებს არ აძლევდნენ, მათ შორის გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტს. შეკრებილებმა დააზიანეს მანქანა, რომელშიც გაბუნია და მურადაშვილი იმყოფებოდნენ და ასევე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის თანამშრომლებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა.

“ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ჟურნალისტი დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო. ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამ დრომდე რჩებიან” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

image_pdfimage_print

Comments

comments