გაერო-ს ექსპერტი: “საქართველოში ხანდაზნულთა ცენტრების შექმნა აუცილებელია”

Картинки по запросу old peopleხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა ის სფეროა, რომელიც საქართველოში გაუმჯობესებას საჭიროებს, ამის შესახებ  გაერო-ს ექსპერტმა როზა კორნელდ-მატემ ისაუბრა.გაეროს ექსპერტი საქართველოში მთავრობის მოწვევით იმყოფება.

პირველი ვიზიტის ფარგლებში ის მთავრობის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და დაინტერესებულ მხარეებს შეხვდა. ხანდაზმულ პირთა უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებისას კორნელდმატემ განაცხადა, რომ მიუხედავად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა, ხანდაზმულები კვლავ დაუცველები რჩებიან, რადგან  მედიკამენტებში მნიშვნელოვანი თანხის გადახდა უწევთ. მისივე თქმით, ხშირია ცუდად მოპყრობის ფაქტებიც და მთავრობამ ასეთი შემთხვევების გამოვლენა და პრევენცია უნდა უზრუნველყოს.

ექსპერტის თქმით, შემოთავაზებული საპენსიო რეფორმა ვერ უზრუნველყოფს სიბერეში სიღარიბის თავიდან აცილებას, რადგან უმუშევრობის შემთხევაში, ასეთი ადამიანები, განსაკუთრებით ქალები, სიღარიბის რისკის ქვეშ რჩებიან. ოზა კორნელ-მატე ხანდაზმულთათვის დღის ცენტრების არსებობის აუცილებლობაზეც საუბრობს.

,, პოლიტიკა ხანდაზმულთა მიმართ უკვე შემუშავებულია. გირჩევთ, რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს. ცენტრები ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რადგან მათი მეშვეობით ხანდაზმული ადამიანი უფრო აქტიურნი და სოციალიზებულნი იქნებიან. გარდა ამისა, უფრო ნაკლებად მოუწევთ საავადმყოფოში, ან თავშესაფარში მოხვედრა”,-განცხადა როზა კორნელდ-მატემ.

1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments