პარლამენტთან ბოკერიას და გაბაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილსში მდებარე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციაზე შეკრებილი „თავისუფალი თაობის“ წევრები პარლამენტის შენობიდან გამოსულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გიგა ბოკერიას და გოკა გაბაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ამის შემდეგ დაპირისპირება მოხდა „თავისუფალი თაობის“ და „თავისუფალი ზონის“ წევრებს შორის.
ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. სამართალდამცველებმა „თავისუფალი თაობის“ რამდენიმე წევრი, მათ შორის ლადო სადღობელაშვილი დააკავეს. ასევე დაკავებულია “თავისუფალი ზონის” წევრი ფარნაოზ ჭკადუა.

image_pdfimage_print

Comments

comments