მსოფლიოს 15 ქვეყანიდან რუსეთის დიპლომატებს აძევებენ

Похожее изображениеდიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწმვლის გამო რუსეთის დიპლომატებს 15 ქვეყანა აძევებს. აშშ–ში ასევე  დაიხურება რუსეთის საკონსულოც .

დიპლომატებს აძევებს აშშ, გერმანია, პოლონეთი , უკრაინა , დანია, საფრანგეთი , ჩეხეთი , ლატვია, ესტონეთი, ლიტვა, იტალია, კანადა, ნიდერლანდები, რუმინეთი და  ფინეთი. საერთო ჯამში საკუთარ სამშობლოში 60 დიპლომატი დაბრუნდება.

რუსეთი დიპოლამტიურ სკანდალში  მას შემდეგ გაეხვა, რაც დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის მოწამვლის ფაქტი გახმაურდა.  ექსპერტიზის თანახმად, ისინი  ახალი თაობის ნერვული აგენტით “ნოვიჩოკით” მოწამლეს.  მამა-შვილი ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის მოწამვლის საქმეზე ლონდონმა მოსკოვიდან ახსნა-განმარტებები მოითხოვა, მაგრამ  პასუხი ვერ მიიღო. ამის შემდეგ ბრიტანეთმა მოსკოვს სანქციები დაუწესა და უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობა გაწყვიტა, ასევე  ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გაძევა.

image_pdfimage_print

Comments

comments