ამიერკავკასიაში კრიპტოვალუტების პირველი ტერმინალი თბილისში განთავსდა

Картинки по запросу криптовалюты

თბილისში ამიერკავკასიაში კრიპტოვალუტების პირველი ტერმინალები განთავსდა, რომელიც კომპანია ,,TPS’’-ს ეკუთვნის. ინფორმაციას  bm.ge  ავრცელებს

ამჟამად მომხმარებლებს Bitcoin-ისა და Litecoin-ის შეძენა შეუძლია, მომავალში კი სერვისს Ripple, Bitcoin Cash და Etherium დაემატება. ტერმინალის გარდა, მომხმარებლებს კომპანიის ვებ-გვერდიდანაც შეუძლიათ სხვადასხვა კრიპტოვალუტის შეძენა. ტერმინალები კოსტავას #71 და შალვა დადიანის #12-შია განთავსებული.

ბიტკოინი მსოფლიო მასშტაბის კრიპტოვალუტა და ელექტრონული გადახდის საშუალებაა, რომელიც  2009  წლიდან კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვა ვინმე სატოში ნაკამოტომ. 2015 წლის თებერვლისთვის ბიტკოინი უკვე 100 000-ზე მეტ სავაჭრო დაწესებულებას გადახდის საშუალებად ჰქონდა მიღებული. ბიტკოინის გამოყენება შესაძლებელია ინვესტიციების კუთხითაც. კემბრიჯის უნივერსიტეტის 2017 წლის კვლევის მიხედვით , არსებობს 2.9-დან 5.8 მილიონამდე მომხმარებელი, რომელიც კრიპტოვალუტის საფულეს იყენებს, მათი უმრავლესობა კი ბიტკოინის მომხმარებელია.

image_pdfimage_print

Comments

comments