აშშ–ს ანგარიში: საქართველოში 50 000 ნარკომომხმარებელია

Похожее изображениеაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე ანგარიშს გამოაქვეყნა, რომელშიც 70 ქვეყანაა მიმოხილული, მათ შორის, საქართველო.  

„2017 წელს საქართველოს ხელისუფლებას არ დაუფიქსირებია დიდი ოდენობით უკანონო ნარკოტიკების ამოღების შემთხვევები. საქართველოს მთავრობა და არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ დაახლოებით 50,000 ნარკომომხმარებელია. მეტადონი, ჰეროინი და ბუპრენორფინი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკებია საქართველოში და ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარების შემთხვევები იზრდება. 2017 წლის კვლევამ აჩვენა ნარკოტიკების მოხმარების ზრდა ახალგაზრდებს შორის, 11%-ით კი მარიხუანას მოხმარების ზრდა დაფიქსირდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისთვის საქართველომ პოლიციის ატაშეები გააგზავნა 13 ქვეყანაში, რათა ხელი შეუწყონ გამოძიებებს. ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ ფულის გათეთრების საკითხზე.

„საქართველოში არალეგალური შემოსავლის დიდ ნაწილს საბანკო სექტორში თაღლითობა, კორუფცია, კონტრაბანდა, გადასახადებისგან თავის არიდება და ორგანიზებული დანაშაული წარმოშობს. არსებობს არალეგალური ნარკოტიკების შიდა ბაზარი, აგრეთვე საქართველო ნარკოტიკების სატრანზიტო პუნქტს წარმოადგენს. რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლი არ ვრცელდება და ისინი ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მონიტორინგს არ ექვემდებარება“, – ხაზგასმულია ანგარიშში.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, საქართველოს პროკურატურამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებას შორის კავშირს და რომ საქართველომ ასევე უნდა შეიმუშაოს მიდგომა, რომელიც ხელს შეუწყობს შესაბამის ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობას. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ნარკოტიკების, გამოძალვის, მასობრივი განადგურების იარაღის, ტრეფიკინგის, პროსტიტუციისა და კონტრაბანდის საქმეებზე გამოძიება იშვიათად მოიცავს ფინანსურ კომპო

“ინტერპრესნიუსი”

image_pdfimage_print

Comments

comments