"რუსი დიპლომატის გაძევება საქართველოს ინტერესებში არ შედის"


Похожее изображение“დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას რუსი დიპლომატის გაძევებისთვის აკრიტიკებს და ამ გადაწყვეტილებას სასაცილოს უწოდებს.მისი თქმით, რუსი დიპლომატის გაძევება, დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ინტერესებში არ შედის.

“საქართველოს ხელისუფლების აბსოლუტურ უუნარობაზე, არაკომპეტენტურობაზე და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა სხვა ქვეყნების ინტერესების დაყენებაზე მიანიშნებს ის სასაცილო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით. მსგავსი ფაქტები შედის მხოლოდ აშშ-ისა და დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფოს ინტერესებში, რომლებიც შეგნებულად ამწვავებენ რუსეთთან ურთიერთობას იმ ფონზე, როდესაც ორი კვირის წინ პრემიერ- მინისტრი რუსეთში გზავნის წერილს ურთიერთობების დარეგულირებასთან დაკავშირებით და აყოლილი ფეხის ხმას აძევებს საქართველოდან რუს დიპლომატს. რომელ თანმიმდევრობაზე და რომელ ურთიერთობების დალაგებაზეა საუბარი?“ – ამბობს  ნინო ბურჯანაძე.

მას მიაჩნია, რომ  საქართველოს არ აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, შესაბამოსად, საქართველოს შეეძლო განეცხადებინა, რომ ამ მიზეზით ელჩის გაძევება ვერ მოხდებოდა.