საქართველოში 10 222 წყვილი განქორწინდა

 Картинки по запросу развод2017 წელს საქართველოში ქორწინების რაოდენობა 5,6 %–ით , განქორწინებების მაჩვენებელი კი –  7,2 % –ით გაიზარდა. 

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს რეგისტრირებული ქორწინების რაოდენობამ წინა წელთან შედარებით,  5.6%–ით იკლო და 23 684 შეადგინა.  პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 27.4, ხოლო მამაკაცებისთვის 30.2 წელი დაფიქსირდა.

რაც შეეხება განქორწინებას, 2017 წელს რეგისტრირებულ განქორწინებულთა რაოდენობა 10 222 შეადგენს  და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.2 %–ით გაიზარდა.

ქორწინების ყველაზე დიდი რაოდენობა  – 6 984 თბილისში დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები  – 1 514 კი  შიდა ქართლში. თბილისი ასევე ლიდერია  განქორწინებების სტატისტიკითაც – ეს მაჩვენებელი 3 731-ს შეადგენს. ყველაზე ნაკლები განქორწინება კი, შიდა ქართლშია დაფიქსირებული – 651.

image_pdfimage_print

Comments

comments