დიპლომატიური ომი

Картинки по запросу Россия Британияრუსი ორმაგი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმის გამო რუს დიპლომატებს სხვადსხვა ქვეყნებიდან აძევებენ.  30-ზე მეტი ქვეყნიდან სულ ცოტა 150 დიპლომატი დაბრუნდება სამშობლოში. რუს დიპლომატებს აძევებ საქართველოდანაც.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი აცხადებს, რომ რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით საქართველოს გადაწყვეტილებას მიესალმებიან.

„რუსეთის ქმედებებს ექნება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ვხედავთ საქართველოს ამ ქმედებას, როგორც სოლიდარობას იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც გააძევეს რუსი დიპლომატები და ეს იმიტომ, რომ რუსეთმა განახორციელა თავდასხმა ბრიტანეთის მოქალაქესა და მის ქალიშვილზე ბრიტანეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით საქართველოს გადაწყვეტილებას, რომ ის შეუერთდა სხვა ქვეყნებს. ზოგადად, 28 ქვეყანამ გააძევა სადაზვერვო სამსახურის 158 თანამშრომელი და ეს გახლავთ სიმბოლო იმისა, რომ არიან ერთიანი და მათთვის მიუღებელია ეს ქმედება“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

რუსეთი დიდი ბრიტანეთისაგან ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი დიპლომატების რიცხვის შემცირებას ითხოვს და აცხადებს, რომ ერთ თვეში ლონდონს იმავე რაოდენობის დიპლომატი უნდა ჰყავდეს რუსეთში, რამდენიც ჰყავს რუსეთს ბრიტანეთში.

“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა დიდი ბრიტანეთის ელში მოსკოვში, ლ. ბრისტოუ, რომელსაც განუცხადეს მტკიცე პროტესტი ბრიტანული მხარის პროვოკაციული და დაუსაბუთებელი ქმედების თაობაზე, რამაც ინსპირაცია გაუკეთა რუსი დიპლომატების გაძევებას მთელი რიგი ქვეყნებიდან,” – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ამავე დროს რუსეთი ქვეყნიდან სამ ლიტველ დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ განცხადება ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რასა იაკილაიტენემ განაცხადა. ანალოგიური განცხადება გააკეთა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც დაადასტურა, რომ რუსეთი ერთ ლატვიელ დიპლომატს აძევებს.

შეგახსენებთ, რომ  რუსეთმა ქვეყნიდან 16 ამერიკელი დიპლომატი გააძევა და აშშ-ს სანკტ-პეტერბურგის წარმომადგენლობას ხურავს.

 

ყოფილი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერში მოწამლეს. მალევე, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა. 14 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი სერგეი სკრიპალის საქმის გამო  ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებდა. საოასუხოდ რუსეთმა  23 ბრიტანელი დიპლომატი გააძევა.

 

image_pdfimage_print

Comments

comments