“საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაგეგმილი გვაქვს პარტიის რეფორმირება”

Картинки по запросу ირაკლი კობახიძემცხეთაში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა  ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობითა და მოქალაქეთა თანადგომის გახდა შესაძლებელი რეჟიმის შეცვლა და დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება.

„ მაშინ, როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განაცხადი პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე, ბევრს არ სჯეროდა, რომ შესაძლებელი გახდებოდა მაშინდელი რეჟიმის შეცვლა და დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, თუმცა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და თითოელი თქვენგანის თანადგომით ეს მიზანი მიღწეულია და ეს ყველაფერი გახდა შესაძლებელი და ახლა თქვენი დამსახურებით ქვეყანა აგრძელებს წინსვლას ყველა მიმართულით. ჩვენ ვახერხებთ იმ მთავარი მიღწევის შენარჩუნებას, რომელიც გვაქვს 2012 წლიდან, ეს არის, რა თქმა უნდა, დემოკრატია, ეს არის თავისუფლება, ეს არის ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა და ჩვენ არა მარტო ვინარჩუნებთ მიღწეულ შედეგს, არამედ, ვმუშაობთ იმაზე, რომ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს შედეგი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ის დარწმუნებულია რომ მმართველი პარტია დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებშიც. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პარტიის რეფორმირების მეორე ტალღაა დაგეგმილი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ საბოლოოდ ჩამოაყალიბებს ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად.

„ჩვენ წინ გველის ახლა ძალიან მნიშნვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომით, ჩვენ ამ შემთხვევაშიც მოვიპოვებთ ასევე ძალიან დიდ წარმატებას და დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაგეგმილი გვაქვს პარტიის რეფორმირების მეორე ტალღის დაწყება, რის შედეგადაც „ქართული ოცნება“ საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არა მარტო არჩევნების დროს აქტიურდება, არამედ უზრუნველყოფს არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც პოლიტიკური პროცესების დაგეგმვას და ამ პროცესების მართვას. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება და ასევე, პარტიის წარმატება არის თითოეული თქვენგანის დამსახურება და კიდევ ერთხელ, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ერთგულებისთვის. ერთად დგომის გარეშე ჩვენი წინსვლა იქნებოდა შეუძლებელი“,- მიმართა დამსწრეებს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

image_pdfimage_print

Comments

comments